ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავისუფალი უნივერსიტეტის კუთხე გაიხსნა
დამატების თარიღი: 2012-05-29 15:19:00

29 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავისუფალი უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი კუთხე გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია თავისუფალი უნივერსიტეტის გამოცემები და საცნობარო მასალა (ბროშურები, ბუკლეტები, ფლაერები და ა.შ.). კუთხე განახლებადი იქნება და მკითხველს  საშუალება მიეცემა ოპერატიულად გაეცნოს თავისუფალი უნივერსიტეტის შესახებ სიახლეებს. ასევე დაიწყო მუშაობა ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი.