ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა
დამატების თარიღი: 2012-05-18 15:38:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბილიოთეკამ საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟილ კარასომ.

ხელშეკრულების თანახმად ეროვნული ბიბლიოთეკის მეათასე მკითხველი (წელიწადში სულ ხუთი ადამიანი) საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში გაივლის ზოგადი ფრანგული ენის კურსს 50 საათის ოდენობით. ეროვნული ბიბლიოთეკა კი თავის მხრივ ვალდებულებას იღებს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს დაუთმოს თავისი სივრცე კულტურული ღონისძიებების მოსაწყობად.