ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ციფრული ბიბლიოთეკა ”ივერიელი”
დამატების თარიღი: 2012-04-30 16:59:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ახალ ციფრულ ბიბლიოთეკას სახელწოდებით "ივერიელი". იგი მომხმარებელს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების, ფოტოებისა და სხვა იშვიათი გამოცემების გაციფრებულ ასლებს სთავაზობს.

მკითხველს უკვე   აქვს საშუალება ორიგინალში იხილოს და წაიკითხოს პირველი ქართული ლიტერატურული ჟურნალი "ცისკარი", პირველი ქართული გაზეთი "საქართველოს გაზეთი" და იოსებ იმედაშვილის ფოტოკოლექციის ციფრული ვერსია. 2009 წელს იოსებ იმედაშვილის უნიკალური ფოტოკოლექცია ლუარსაბ ტოგონიძემ  ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი" მომხმარებელს სიახლეების გამოწერის საშუალებასაც აძლევს. ამისათვის საჭიროა სისტემაში დარეგისტრირება, რის შემდეგაც გამოიწერთ თქვენთვის სასურველ ფონდს ან კოლექციას. ახალი დამატებების შესახებ ინფორმაციას კი  ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.