მანუჩარ მაჩაიძის ნახატების გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2011-10-02 14:46:00

3 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილი ფეხბურთელის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის ყოფილი წევრის მანუჩარ მაჩაიძის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

 

მანუჩარ მაჩაიძის სახელი დიდ ფეხბურთს უკავშირდება, მაგრამ ბევრმა იცის მისი მხატვრობით გატაცების შესახებაც. იგი ჯერ კიდევ სკოლისა და სტუდენტობის პერიოდიდან ხატავდა. როგორც თავად ამბაბს, ხატვაში მასწავლებელი არ ჰყოლია.  მასზე დიდი გავლენა იქონია საზღვარგარეთ ყოფნისას მუზეუმებში ნანახმა დიდი მხატვრბის ნამუშევრებმა. პირველი ნახატები 1977-1978 წლებში შექმნა. პერსონალური გამოფენები მოაწყო თბილისში, გალერეა ვერნისაჟში და მოსკოვში, მხატვართა სახლში. მისი პირველი ნახატები (სულ 13 ნახატი) დღემდე მოსკოვში ინახება. მანუჩარ მაჩაიძე არის ასევე არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენი დარბაზში მანუჩარ მაჩაიძის ორმოცდაათამდე ფერწერული ტილო გამოიფინება.