შეხვედრა მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ეროვნულ ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-05-03 18:13:00

4 მაისს 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართება ჟურნალ ”ლიტერატურული პალიტრის” მაისის ნომრისა და მწერალ რეზო თაბუკაშვილის წიგნის ”გემების აჩრდილის” პრეზენტაცია.

 

ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც  ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ჟურნალ ”ლიტერატურულ პალიტრას” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. მკითველს კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა ელოდება.