”ლიტერატურული პალიტრისა” და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი
დამატების თარიღი: 2012-06-05 15:26:00

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ჟურნალ ”ლიტერატურულ პალიტრას” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ”ლიტერატურული პალიტრის” ივნისის ნომერში უკვე დაიბეჭდა გივი ალხაზიშვილის ”წიგნებში შენახული დრო” (ფრაგმენტები ავტობიოგრაფიიდან) და ლელა კოდალაშვილის კრიტიკული წერილი ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ ფორუმ ”ებლიტფოს” შესახებ ”ორღობის გადაღმა”. 

 

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ჟურნალ ”ლიტერატურულ პალიტრას” შორის  მემორანდუმი ახლახანს გაფორმდა, რომლის თანახმადაც ჟურნალი ბიბლიოთეკას ყოველ ნომერში დაუთმობს თავის გვერდებს.