მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრების შეხვედრა ემზარ ჯგერენაიასთან
დამატების თარიღი: 2012-06-14 14:43:00

14 ივნისს  ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი ემზარ ჯგერენაია პროექტ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებს (მეათე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს) შეხვდა.

 

შეხვედრაზე ბატონი ემზარი სტუდენტებს ესაუბრა სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საკითხებზე. მოსწავლეები გაეცნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ რესურსებს (ელექტრონულ კატალოგებს, ლექსიკონებს, ელექტრონულ ბიბლიოთეკას). ჩაუტარდათ ექსკურსია ბიბლიოთეკის შენობებში.