თანამშრომლობა იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან
დამატების თარიღი: 2013-10-04 13:43:00

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, მაია სიმონიშვილი 2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სტიპენდიით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იელის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტაჟირებისთვის. პროგრამას აფინანსებდა საერთაშორისო სახელოვნებო  ორგანიზაცია  CEC ArtsLink (ნიუ იორკი). მას შესაძლებლობა მიეცა, გაცნობოდა საბიბლიოთეკო ორგანიზაციისა და მენეჯმენტის მუშაობის ყველა ასპექტს, ბიბლიოთეკის  განვითარებისა და საერთაშორისო პროგრამების, სახელოვნებო მასალების დიგიტალიზაციის, ბიბლიოთეკარებისთვის განათლებისა და პროფესიული განვითარების სფეროებში.

 მიმაგრებული დოკუმენტები: 
 ანგარიში