ვ.ი. ვერნადსკის სახელობის უკრაინის ეროვნული ბიბლიოთეკა
დამატების თარიღი: 2012-10-04 15:18:00

შეთანხმება პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ


2006 წელს დაიდო შეთანხმება პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვ.ი. ვერნადსკის სახელობის უკრაინის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის. მოცემული შეთანხმების მიზანია - ეროვნული ბიბლიოთეკების პოტენციალის გამოყენება საბიბლიოთეკო საქმის, მეცნიერების, კულტურისა და განათლების განვითარების, საქართველოსა და უკრაინის ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნისა და მხარდაჭერისათვის.