შვეიცარიის ეროვნული ბიბლიოთეკა
დამატების თარიღი: 2012-10-04 15:39:00

ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შვეიცარიის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის


2007 წლის 20 ნოემბერს ქალაქ ბერნში (შვეიცარია) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შვეიცარიის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის დაიდო ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ბორის გაგუამ და შვეიცარიის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა მარი-კრისტინ დოფეიმ.


არსებული ხელშეკრულების ფარგლებში  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ის უნიკალური მასალები, რომლებიც ინახება შვეიცარიის ბიბლიოთეკებსა და არქივებში, მათ შორის, ბერნის, ბაზელის, ციურიხის და ჟენევის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში და ბაზელის "მისია 21"-ში, რომელიც დაარსებული იყო ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ერასმუს როტერდამელის მიერ და  რომლის არქივებში ინახება მე-15 - მე-19 საუკუნის ევროპის უნიკალური რუკები და მასალები, რომლებიც შეიცავენ საინტერესო ცნობებს იმდროინდელი საქართველოს შესახებ . "ჟურნალ დე ჟენევის" ყველა ნომრის გაციფრიანების შემდეგ   შვეიცარიის ეროვნული ბიბლიოთეკა გადასცემს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მის სრულ ელექტრონულ  ვერსიას.