საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
დამატების თარიღი: 2012-10-05 18:50:00

საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული ინსტიტუტის მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისადმი გაწეული დახმარება და ურთიერთთამნამშრომლობა:
 

1. ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის მიერ დაკავებული ადგილის რემონტი, 1998-2001წწ.;
2. საკონფერენციო დარბაზისა და მისი ჰოლის რემონტი, 2001წ.;
3. ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის მიერ დაკავებული ზედა და ქვედა შიდა სართულებთან მაკავშირებელი კიბისა და ქვედა სართულის სანიტარული კვანძების რეკონსტრუქცია, 2002-2003წწ.;
4. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისათვის ფრანგული წიგნების რეგულარული ჩუქება;
5. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიკის ფონდის პერიოდული გამოცემებით ყოველთვიური შევსება;
6. საბიბლიოთეკო სფეროში თანამშრომელთა მომზადებისა და სასწავლო ღონისძიებების ჩატარება (ფრანგი ექსპერტების მოწვევა, საფრანგეთში ქართველი ბიბლიოთეკარების სატაჟირებაზე გაგზავნა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა მედიათეკაში უფასო სტაჟირების ჩატარება);
7. დიუმას სახელობის ფრანგულ ინსტიტუთან არსებული ფრანგული ენის შემსწავლელ კურსებზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა უფასოდ სწავლება;
8. ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას დროდადრო საჩუქრად გადასცემს სახვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობასა და ავეჯს (კონდიციონერებს, ასლების გადამღებ აპარატურას, სკამებს, ბიბლიოგრაფიულ აღწერილობათა ბარათებისათვის განკუთვნილ კარადებს და სხვ.)
 

ინფორმაცია მოგვაწოდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკამ.