მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამუზეუმო სისტემის, სმითსონის ინსტიტუტის (http://www.si.edu) მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული დახმარება:
- სმითსონის ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას რეგულარულად საჩუქრის სახით უგზავნის ინგლისურენოვან წიგნებსა და პერიოდულ გამოცემებს, რომლებიც აშშ-ის საელჩოს დახმარებით საქართველოში ჩამოდის.
- სმითსონის ინსტიტუტის დახმარებით შეიქმნა ერთობლივი ვებგვერდი, რომელიც ასახავს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და ორი დიდებული ოჯახის - ჭავჭავაძეებისა და დადიანების - ისტორიას.
- სმითსონის ინსტიტუტის პოლიტიკისა და ანალიზის განყოფილების დახმარებით 2007 წელს მოხდა ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციის სპეციალისტების გადამზადება, რომელთაც გაიღრმავეს ცოდნა და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება.
- სმითსონის ინსტიტუტის ექსპეტებმა დახმარება გაუწიეს ეროვნულ ბიბლიოთეკას სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოებში, კერძოდ, გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირებისა და უსაფრთხოების სისტემების პროექტების შემუშავებაში.