ეროვნული ბიბლიოთეკა კავშირებს აფართოებს
დამატების თარიღი: 2012-10-10 19:49:00

2006 წლის 12-16 ივნისს ყირიმში გაიმართა 13-ე საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონფერენცია "ყირიმი 2006" . 2006 წლის კონფერენციის თემა იყო: "ინფორმაციიდან ცოდნამდე: ბიბლიოთეკების უნივერსიტეტების და წიგნის ბაზრის როლი". კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდა ევროპის, აზიისა და ამერიკის 200-ზე მეტი ბიბლიოთეკის და საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი. საქართველოდან მონაწილეობდნენ ზ. აბაშიძე, ლ. თაქთაქიშვილი, დ. მჭედლიშვილი, თ. თვალთავაძე (სპებ) და ავთო ჩხენკელი (თსუ ბიბლიოთეკა). საქართველოს საბიბლიოთეკო დელეგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ რუსეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, ლიტვის, ლატვიის, ყაზახეთის, ესტონეთის, ბულგარეთის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან: მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა სექციისმუშაობაში.    19-23 ივნისს შედგა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ზ. აბაშიძის ვიზიტი უკრაინის ბიბლიოთეკებში: უკრაინის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და უკრაინის ვერნადსკის სახელობის ეროვნულ (აკადემიურ) ბიბლიოთეკაში.    სპებ დელეგაციაში შედიოდნენ ბიბლიოთეკის მეცნიერებისა და კულტურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პროფ. ვ. კიკალიშვილი და გენერალური დირექტორის თანაშემწე ვ.კვანტალიანი. გაიმართა შეხვედრები და მოლაპარაკებები ორივე ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან. 21 ივნისს ზ. აბაშიძემ და უპებ-ის დირექტორმა თ. ვილეგჟანინამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ასეთივე ხელშეკრულებას ზ. აბაშიძემ ხელი მოაწერა ვერდანსკის სახ. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ ა. ონიშენკოსთან.