ISSN--ის ეროვნული ცენტრების დირექტორთა შეხვედრა
დამატების თარიღი: 2012-10-10 19:51:00

 2006 წლის 25-29 სექტემბერს ჩატარდა ISSN-ის ეროვნული ცენტრების დირექტორთა 31-ე საერთაშორისო კონფერენცია  შვედეთის დედაქალაქ  სტოქჰოლმში , რომელიც მოეწყო  ISSN-ის საერთაშორისო ცენტრისა და შვედეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ.ISSN-ის დირექტორთა  შეკრებებზე  ხდება ყოველწლიური ანგარიშების წარდგენა, მსჯელობა და კამათი ISSN-ის სტრატეგიულ გეგმებზე უახლოესი წლების განმავლობაში; განიხილება  ISSN-ის მინიჭებისა და მენეჯმენტის საკითხები, მოსალოდნელი სიახლეები ISSN-ის პოლიტიკაში, თავსებადობისა და ჰარმონიზაციის საკითხები  სხვადასხვა  ეროვნული ცენტრების გამოცდილების გათვალისწინებით და სხვ.კონფერენციები იმართება ყოველ წელს  და  მას მასპინძლობს  სხვადასხვა ქვეყნების ISSN-ის ცენტრი.

შვედეთში გამართულ  კონფერენციას ესწრებოდა  საქართველოს ISSN-ის ეროვნული ცენტრის დირექტორი ქ-ნი მარინე კენჭოშვილი-ზამბახიძე.კონფერენციაზე ყოფნის პერიოდში გავაფორმეთ მემორანდუმი ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ  შვედეთის სამეფო(ეროვნულ) ბიბლიოთეკასა და საქართველოს  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკებს შორის. ამ მემორანდუმს ხელს აწერენ ერთის მხრივ შვედეთის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი  და მეორეს მხრივ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბ-ნი ზაალ აბაშიძე. ამ მემორანდუმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორი ქვეყნის ბიბლიოთეკებს შორის საქმიანი ურთიერთობებისა და ინფორმაციის გაცვლის  უზრუნველყოფის თვალსაზრისით.