საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ყვარლის ციხე (ყვარლის რ-ნი)

1.ციხე-გალავნები: ყვარელი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.178-183.
დახასიათებულია ყვარლის ციხე-სიმაგრე, მისი ორ და სამიარუსიანი გალავანი, ცილინდრული კოშკები, მეორე გალავანი და არხი. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.
2.სიმაგრეები: ყვარელი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.140-144.
XVI-XVIII საუკუნეების ციხის, ცილინდრული კოშკებისა და გალავნის ვრცელი ხუროთმოძთღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ტაბ.43.
3.ციხე-გალავნები:ყვარელი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.190-192.
ციხე-გალავნის მოკლე ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ციხე-გალავნის ფოტო.
4.ციხე-გალავნები:ყვარელი //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი.-თბ.,1962.-გვ.105-112. რეზ. რუს.ენაზე.
ციხის, გალავნის, კოშკების ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (სურ.30; ტაბ.XXIV, XXV,XXVI).
5.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში. ციხე-გალავნები: ყვარელი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.411-414.
ვახუშტი ბატონიშვილის, იოანე ბატონიშვილისა და გიულდენშტედტის ცნობები ციხის შესახებ. მოკლე ისტორია და აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.180,181; ტაბ.139,140).
6.ციხე-გალავნები: ყვარელი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,19898.-გვ.149-151.
ციხის, ერთი ტიპის კუთხის კოშკების, კედლების, გალავნის ხუროთმოძღვრული დახასიათება; მემატიანეთა ცნობები ციხის შესახებ.
7.ყვარლის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.X.-თბ.,1986.-გვ.636-637.
მოკლე ცნობა ყვარელში შემორჩენილი XVI-XVIII საუკუნის ციხესიმაგრის შესახებ.
8.ყვარლის ციხე //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.126. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენეზე.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა