საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ურავლის ეკლესია (ახალციხის რ-ნი)

1.ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში.-თბ.,1992.-გვ.98-99.
ურავლის (ურაველი, ურავლისა)გიორგიწმინდის ეკლესიის მდებარეობა, გარემო, იმდროინდელი მდგომარეობა, მოკლე არქიტექტურული აღწერილობა. აღნიშნულია ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი სხვადასხვა ნაგებობის შესახებ.
2.ურავლის გიორგიწმინდა //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო მოხსენება.-თბ.,1998.-გვ.199.
XIV საუკუნით დათარიღებული, ამჟამად ძლიერ დაზოანებული სამონასტრო კომპლექსის (შედგება: სხვა ნაგებობებთან შედარებით უკეთ შემორჩენილი დარბაზული ტიპის ეკლესიის, მიწაში ჩაჭრილი კამაროვანი საძვალის, დას.-ით მდებარე სატრაპეზოსა და სამხ.-ით - გოდოლიანი კარიბჭისაგან)ვრცელი ხუროთმოძღვრული და მხატვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს გეგმა და ჭრილები.
3.ურაველი //ხარაძე კ. სამცხის ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბილისი.,2016.-გვ.71.
მოკლე ცნობა სოფელ ურაველში შემორჩენილი მცირე, ნახევრადდანგრეული ეკლესიის შესახებ. ტექსტს ახლავს ფოტო.
4.ურაველის ეკლესია //ნათენაძე, ნ. მესხი მელექსე.-თბ., 2018.-გვ.318-320.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა