საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

თელავის ძეგლები

1.არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ.-თბ.,1958.-გვ.218-220.
აღწერილია თელავის ისტორიული ძეგლები-ციხე-გალავანი, ერეკლე მეორისდროინდელი აბანო და ბურჯი.
2.ქალაქები:თელავი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-.-გვ.46-54.
ფეოდალური ხანის არქიტექტურული ანსამბლიდან შემორჩენილი "ბატონის ციხის", "ვახვახიშვილების ციხის", "ყორჩიბაშიშვილების ციხის" და "ძველი გალავნის" დახასიათება.
3.რჩეულიშვილი ლ. თელავი თბ.,1963.
თელავის ხუროთმოძღვრული ძეგლების (ბატონის ციხე, ვახვახიშვილებისა და ყორჩიბაშიშვილების ციხეები, ძველი გალავანი, ღვთაების ეკლესია) დახასიათება. დართულია ძეგლთა სქემები და ილუსტრაციები.
4.რჩეულიშვილი ლ. თელავის "ბურჯი" //ძეგლის მეგობარი.-1966.-N6.-გვ.30-34.
აღწერილია თელავში "ბატონის ციხის" ალაყაფის წინ აღმართული ბურჯი. მოცემულია ნაგებობის ხუროთმოძღვრული დახასიათება და ახსნილია მისი დანიშნულება.
5.ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.82-91.
განხილულია წარწერები ერეკლე მეორის სასახლეში, კარის ეკლესიაში, ვახვახიშვილების, ფერისცვალებისა (ღვთაების რუსიშვილი-ყორჩიბაშიშვილების)და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.
6.გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში.ტI.-თბ.,1962.-გვ.37-39.
თელავის ციხესიმაგრეებისა და ეკლესიების აღწერილობა.
7.თელავი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.35-42.
ქალაქის მოკლე ისტორია,თელავის ანსამბლის ვრცელი ხუროთმოძღვრული ანალიზი.
7.ციხეები და ციხე-დარბაზები: თელავი //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი.-თბ.,1962.-გვ.15-34.
თელავის ისტორიული ძეგლების მიმოხილვა. ტექსტს ერთვის "ბატონის ციხისა" და "ვახვახიშვილების ციხის" ჩანახატები (არქ.ა.კელერი), ფოტოები.
8.ქალაქები: თელავი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.39-46.
თელავის ისტორია, "ბატონის" , ვახვახიშვილების, ყორჩიბაშიშვილების ციხეებისა და ძველი გალავნის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტსტ ახლავს "ბატონის ციხის" ორი ფოტო.
9.შუაფეოდალური ეპოქის ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (X-XV სს.): თელავი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.123-131.
თელავის ციხეების, სასახლის,ორი ეკლესიის, აბანოს, კოშკების თავდაპირველი სახით წარმოჩენა რუსი მოხელეების მიერ XIX საუკუნეში (1802 წ.)გადაღებული ქალაქის გეგმების მიხედვით. მოხსენიებული არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, დავით ბატონიშვილი, მ.ბროსე. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.53-59; ტაბ.34).
10.თელავი //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული.-ბ.,1997.-გვ.XVII.-ტაბ.35.
თელავში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნეში აგებული საცხოვრებელი სახლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
11.თელავი //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული.-1998.-გვ.56-76;207-210;234-236.
თელავის ისტორიული სახლების ფიქსაცია და მოკლე დახასიათება.
12.[პაატაშვილი ივანე] დიმიტრაშვილი . ქ.თელავი//ცნობის ფურცელი.-1901(8 აპრ.).-N1430.-გვ.4.
სამების ეკლესიის მდგომარეობის თაობაზე.
13.[ფურცელაზე ბესარიონ] მეთვალყურე. თელავი //ივერია.-1889(20 აპრ.).-N81.-გვ.2-3.
თამარ მეფის დროს აგებული ეკლესიის შესახებ.
14.[ცისკარიშვილი იოსებ] კახელი ი. ღვთაების ეკლესია თელავში //ივერია.-1887(10 ივნ.).-N115.-გვ.4.
ხალხური გადმოცემა ეკლესიის შესახებ.
15.თელავის მეფეთა სასახლე //რჩეულიშვილი ქ. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები.-თბ.,1994.-გვ.193-216.
არჩილისეული სასახლის ისტორია, მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.
16.რჩეულიშვილი ლ. თელავის მშენებლობის ისტორიიდან ("ბატონის ციხე") //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XII სამეცნიერო სესია 1957 წლის 21, 22 მაისი. მუშაობის გეგმა და მოხსენების თეზისები.-თბ.,1959.-გვ.7-8.
თელავის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ.
17.რჩეულიშვილი ლ. თელავის "ბატონის ციხის" არჩილისეული სასახლის რესტავრაციის ირგვლივ //ძეგლის მეგობარი.-1982.-N60.-გვ.61-64.
ძეგლის რესტავრაციასთან დაკავშირებულ სიძნელეთა შესახებ.
18.ჩიკოიძე ც. ქალაქი თელავი.-თბ.,1973.-გვ.38-42.
თლავის შუაფეოდალური ხანის "ძველ გალავანში" მდებარე ციხე-დარბაზის არქიტექტურული შესწავლის მასალები.
19.ჩიკოიძე ც. თელავი გვიანფეოდალურ ხანაში //ფეოდალური საქართველოს არქიტექტურული ძეგლები.II.-თბ.,1974.-გვ.68-82.
თელავის XVII-XVIII საუკუნეების ისტორიული ძეგლების შესახებ.
20.ხ-ლი. თელავი //ივერია.-1902(7 თებ.).-N31.-გვ.2-3.
ცნობა ეკლესიის ქონების დატაცების შესახებ.
21.იამბე, ციხის ნაშალო....-თბ.,2007.-გვ.72-74.
თელავის ღვთაების ტაძართან დაკავშირებული ლეგენდა. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.
22.ეკლესია ვახვახიშვილებისა //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი. ტფ.,1907.-გვ.251-253.
თელავში მდებარე ვახვახიშვილების ეკლესიაში შემორჩენილი წარწერების განხილვა.
23.ქალაქები: თელავი //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ნიმუშები.-თბ.,1960.-გვ.14-15.
"ბატონის ციხის", ყორჩიბაშიოშვილების ციხის", "ვახვახიშვილებისა ციხისა" და "ძველი გალავნის" მოკლე აღწერილობა.
23.ქალაქები: თელავი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.-თბ.,1965.-გვ.46-54.
თელავის ციხის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება, ისტორია. ტექსტს ახლავს "ბატონის ციხის" გალავნის ფოტო, ფ.ქუფარაშვილის ნახატი-"ციხის დაცვა".
24.ალავერდის ეპარქია: თელავის ფერისცვალების მონასტერი //გუნია ირ. საქართველოს მონასტერები: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.14-15.
ტაძრის დაარსება, მოკლე ისტორია, სიძველეები, გაწმენდითი სამუშაოები-ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან:მ.ბროსე, ექვ.თაყაიშვილიმიტროპოლიტი გრიგოლი(ცერცვაზე, XX ს-ის 80-იანი წწ.), მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე, XX ს-ის 90-იანი წ.). ტექსტს ახლავს ტაძრისა და მაცხოვრის ხატის ფოტოები.
25.ქობულია ს. თელავს წმ. ნინოს ტაძარი ამშვენებს //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა".-2002(30 აგვ.).-გვ.1,8.
ახალი ტაძრის კურთხევა გიგოს მთაზე.
26.თელავი//უჯარმიდან ალავერდამდე.-თბ.,2013.-გვ.26-29. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ქალაქის ისტორიული მნიშვნელობა. მოკლე ცნობები თელავის ძეგლების (ბატონის ციხე, ყორჩიბაშიშვილების ციხე, ვახვახიშვილების ციხე) შესახებ.
ტექსტს ახლავს ფოტომასალა.
26.თელავის კვირაცხოვლის ეკლესია //ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი-მაწანწრის უბნის ამბები წიგნი პირველი.-თელ,2022.-გვ.85-90.
მაწანწრის ხევისა და ზუზუმბოს ბორცვის საზღვარზე აღმართული მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის არქიტეტურული აღწერილობა.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა