საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

კაბენის კომპლექსი (თეთრიწყაროს რ-ნი)

1.იოსელიანი პლ. კაბენის მონასტერი // ცისკარი.-1873.-N1.-გვ.7-12.
ტაძრის ხუროთმოძღვრებასა და მხატვრობაზე.
2.კაბენი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.V.-თბ.,1980.-გვ.293.
მდ.ასურეთისწყლის ხეობაში, სოფ. კიკეთთან მდებარე კაბენის კომპლექსის (ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი გუმბათოვანი ტაძარი, სვიმონ მესვეტისა და მიქელ მთავარანგელოზის მცირე დარბაზული ეკლესიები) ხუროთმოძღვრული დახასიათება, შედარება ბეთანიასთან, ფასადების მორთულობის თავისებური სისტემა. კედლის წარწერებში ეკლესიის მაშენებლებად მოხსენიებულნი არიან: ნიკოლოზი, ვასილი, ოქროპირი და გრიგოლი (XII ს.).
3."კოჯორს ახლოს არის კაბენის მონასტერი..." // ივერია.-1904(28 აგვ.).-N199.-გვ.2-3.
ეკლესიის ნგრევისა და ქვების ახალი შენობისათვის გამოყენების შესახებ.
4.კაბენის კომპლექსი // გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2002.-გვ.142-143.
სავარაუდოდ, XII-XIII საუკუნეებში, კოჯრის ციხის მახლობლად აგებული კაბენის კომპლექსის (ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესიის,სვიმონ მესვეტისა და მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ეკლესიების მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბაგრატიონი, მამა კონსტანტინე კოღუაშვილი, არქ.: ირ. გამყრელიძე, დ. დათუნაშვილი. ტექსტს ერთვის დაზიანებული ეკლესიის ფოტო.
5.მახარაძე ზ. კაბენი // გაზ. "მამული".-1990.-N10.-გვ.15.
კიკეთთან მდებარე სამონასტერო კომპლექსის მდგომარეობის შესახებ.
6.ბოშიშვილი ალ. კაბენის მონასტერი //სხალთის ეპარქია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”ტბელობა” 2008 წლის ნოემბერი (მასალები).-თბ.,2008.-გვ.15-17.
მოკლე ინფორმაცია 1184-1212 წლებში აგებული სამონასტერო კომპლექსის შესახებ. მოცემულია კომპლექსის წარწერების ტექსტები (გ. ოთხმეზურის მიხედვით). მოხსენიებულია პლ. იოსელიანი და სხვ.
7.კაბენი//შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.38-39. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
კაბენის სამონასტრო კომპლექსის მოკლე ისტორია.მოხსენიებულნი არიან ქტიტორები: ნიკოლოზი, ვასილი, ოქროპირი, გრიგოლი.
8.კაბენის მონასტერი //კენკებაშვილი თ. საისტორიო პარადიგმები.ტ.1. ”აწმყო, შობილი წარსულისაგან...”.-თბ.,2012.-გვ.164-168.
მონასტრის შესახებ არსებული ისტორიული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: გირგი ზალიკანოვი, პლატონ იოსელიანი, არქიმანდრიტი გერმოგენე.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა