საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ნეკრესი (ყვარლის რ-ნი)

1.ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.110-112.
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ ხანაში აგებული ნეკრესის ტაძრის აღწერილობა. ტექსტს ერთვის გეგმა და განაკვეთების სქემები.
2.ალავიძე ო. ბაზილიკური ტიპის ეკლესიები საქართველოში //ისტორია, საზოგადმცოდნეობა და გეოგრაფია სკოლაში.-1983.-N4.-გვ.56-68.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში შემავალი პატარა , უძველესი ბაზილიკის აღწერილობა.
3."არხეოლოგოსი დ.პ.ფურცელაძე საიმპერატორო არხეოლიგიური კომისიის მინდობილობით კახეთში წავიდა.." //ივერია.-1886(17აგვ.).-N178.-გვ.2.
ნეკრესის მხატვრობის შესახებ.
4.ელიზბარაშვილი ი. ნეკრესი.-თბ.,1986.-27გვ.
ძეგლის მოკლე ისტორია და მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე.
5.ვაჩნაძე დ. ეპისკიპოსის სასახლე ნეკრესში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია.-1989.-N4.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მოკლე ისტორია. აღწერილია შემორჩენილი საკულტო და საერო ნაგებობანი. მოცემულია ეპისკოპოსის სასახლის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
6.ზურაშვილი ვ. ყვარელი.-თბ.,1978.-გვ.27-34.
ნეკრესი საისტორიო წყაროებში. ნეკრესის მთავარი ტაძრის , პატარა ზომის ბაზილიკური ტიპის ეკლესიის, გუმბათიანი ეკლესიის, სამოქალაქო დანიშნულების ორსართულიანი სასახლისა და ხუთსართულიანი ოთხკუთხა ციხე-კოშკის აღწერილობა. ტექსტს ერთვის ფოტოები.
7.ზაქარაია პ. ნეკრესის ხუროთმოძღვრული კომპლექსი.-თბ.,წ.ა.-1დაკ.ფურც.
ბუკლეტი. ნეკრესის ხუროთმოძღვრული კომპლექსის სხავდასხვა დროს აგებული შენობების ნანგრევების აღწერილობა.
8.კ.კოხისა და ო.სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ.-თბ.,1981.-გვ.243.
ნეკრესის მოკლე აღწერილობა.
9.მირიანაშვილი მ.მ-ძე ნეკრესი //ივერია.-1888(28სექტ.).-N202.-გვ.2-3.
დღეობა "ნეკრესობის" შესახებ.
10.ნეკრესის უძველესი ძეგლები //არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ.-თბ.,1958.-გვ.291-294.
აღწერილია საქართველოს უძველესი არქიტექტურული ძეგლის-ნეკრესის ნაქალაქარი. მოყვანილია ვახუშტის ცნობა ნაქალაქარის შესახებ.
11.ბეჟანიშვილი ნ. გვიანფეოდალური ხანის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერები საქართველოში (ნეკრესი) //ძეგლის მეგობარი.-1976-77.-N43-44.-გვ.64-68.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, როგორც სასულიერო და საგანმანათლებლო კერა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები. მოხსენიებულნი არიან: დოსითეოზ ჩერქეზიშვილი, კ. კეკელიძე, დომენტი კათალიკოსი, ამბროსი ნეკრესელი.
12.ბეჟანიშვილი ნ. ნეკრესი და ნეკრესელები.-36გვ.
ძეგლის მდებარეობა, კომპლექსის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები, აქ მოღვაწე სასულიერო პირები.
13.ნეკრესი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.VII.-თბ.,1984.-გვ.374.
მოკლე ცნობები ნეკრესის სამონასტერო კომპლექსის ხუროთმოძღვრებასა და მხატვრულ გაფორმებაზე.
14.ნეკრესის ხუროთმოძღვრული ანსამბლი.-თბ.,წ.ა. ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე.
ნეკრესის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემორჩენილი ნაგებობების მიმოხილვა.
15.ნეკრესი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.110.
მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
16.ნეკრესი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.21,87.
მოკლე ცნობები ნეკრესის მონასტრის შესახებ, ჩამოთვლილია ანსამბლში შემავალი შენობები.
17.ზედგენიძე ე. ნეკრესი //დროშა.-1953.-N6.-გვ.19.
ყვარელსა და შილდას შორის მდებარე უძველესი არქიტექტურული კომპლექსის-ნეკრესის მონასტრის, სამრეკლოს, სათვალთვალო კოშკისა და სასახლის ნანგრევების შესახებ.
18(ცამციევი რომან) ძამსაშვილი ც.რ. კორესპოდენცია კახეთიდამ //ივერია.-1879.-N2.-გვ136-149.
ნეკრესის მონასტრის აღწერილობა.
19.ჩუბინაშვილი გ. ქართული საერო ხუროთმოძღვრების რამდენიმე ნიმუში //ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე.III.-1923.-გვ.107-112.
ნეკრესის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ნეკრესელის სასხლის გეგმა და სასახლის ჩანახატი.
20.ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.-ტ.I.-ტფ.,1936.-გვ.25-27.
ნეკრესის მონასტრის პატარა ბაზილიკური ტაძრის აღწერილობა და აგების თარიღის განსაზღვრისათვის. მოხსენიებულია მხატვარი ნ. სევეროვი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.149,150).
21.ნეკრესი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.42.
ნეკრესის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
22.ჭილაშვილი ლ. კახეთის ქალაქები.-თბ.,1980.-გვ.17-18.
მოკლე ცნობები ნეკრესის ტერიტორიაზე მდებარე IV საუკუნის ეკლესიისა და სამეკლესიანი ბაზილიკის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლების გეგმები.
23.ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.346-350.
ნეკრესის სამონასტერო კომპლექსის ბაზილიკური ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, ფრესკული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.
24.ნეკრესი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.331-334.
VI საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ბაზილიკური ეკლესიის საკურთხეველსა და კედლებზე შემორჩენილი ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.
25."ქართველთა ანგელოსი"-წმიდა აბიბოს ნეკრესელი. ნეკრესი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.77-80.
ცნობები აბიბოს ნეკრესელის შესახებ. სოფ.შილდის მახლობლად მდებარეი ნეკრესის მონასტერი -მდებარეობა, ეკლესიის ნანგრევების, მცირე სამლოცველოების, საცხოვრებელი სახლების ნაშთების
აღწერილობა. მოხსენიებული არიან: ასურელი მამა აბიბოს ნეკრესელი, მღვდელმთავრები ამბროსი მიქაძე და იოანე ჯორჯაძე(XVIII ს.); გ.ჩუბინაშვილი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია გუმბათოვანი ეკლესიის საერთო ხედის ფოტოები.
26.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები: ნეკრესი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.429.
გეგმით სწორკუთხედი კოშკების მოკლე დახასიათება. ტექსტს ახლავს ტაბ.148.
27.ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია: ნეკრესის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.85-86.
მოკლე ცნობა ნეკრესისი ხუროთმოძღვრული ანსამბლის(მთავარანგელოზთა გუმბათიანი ეკლესია, საეპისკოპოსო სასახლე, კოშკი, სატრაპეზო, ბერთა სენაკები, სამლოცველოები)შესახებ. მოხსენიებულნი არიან: აბიბოს ნეკრესელი, მღვდელმთავრები: იოანე ჯორჯაძე, დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ამბროსი მიქაძე, მღვდელმონაზონი იაკობი (მელაძე), მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ბ.პატარკაციშვილი. ტექსტს ახლავს მთავარანგელოზთა ეკლესიის ფოტო.
28.ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: ნეკრესი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.42.
ტაძრის კომპოზიციური წყობის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XVI. ნახ.9,10).
29.ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.22, გვ.87.
მოკლე ცნობები ნეკრესისი ხუროთმოძღვრულ ანსამბლში შემავალი საკულტო და საერო ნაგებობების (IV საუკუნის მინიატურული ბაზილიკა, დიდი სამეკლესიანი ბაზილიკა, საეპისკოპოსო სასახლე, კოშკი, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობების ნაშთები,მცირე სამლოცველო) შესახებ. მოხსენიებული არიან: გ.ჩუბინასვილი, ნ.სევეროვი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.16,17).
30.ანდღულაძე ნ. ნეკრესის მონასტერი // გაზ. "სოფლის ცხოვრება".-1989(2 მარტი).-გვ.4.
31.დათუკიშვილი მ. ნეკრესინ // გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი".-1988(31 მაისი).-გვ.3.
ნეკრესის ნაქალაქარის შესახებ.
32.ნეკრესი: ჩვენი წარსულის უტყვი მოწმენი // იბერია-სპექტრი.-1994(28 ივნ.).-გვ.8.
33.ჭილაშვილი ლ. ნეკრესიც ალაპარაკდა // გაზ. "ლიტერატურული საქართველო".-1991(28 ივნ.).-გვ.7, 16.
ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახ. მუზეუმის ექსპედიციის არქეოლოგიური მონაპოვარი ჰერეთის ნაქალაქარზე.
34.ნეკრესი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.-თბ.,2010.-გვ.209-213. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
ტაძრის მდებარეობა, მოკლე ისტორიული მიმოხილვა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
35.ნეკრესი. ცნობარი მომლოცველთა და მოგზაურთათვის.-თბ., 2010.-109 გვ.
ნეკრესის მონასტრის (ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესია, მთავარანგელოზთა სახ. ეკლესია, ეპისკოპოსის სასახლე და თავდაცვითი კოშკი, მემორიალური სამლოცველო, ტერასული განაშენიანება), ეპარქიისა და ნაქალაქარის ისტორია; არქეოლოგიური და სახელოვნებათმცოდნეო კვლევა; ლეგენდები და სინამდვილე. უცხოელი მოგზაურებისა და მეცხრამეტე საუკუნის პრესის ცნობები ნეკრესის მონასტრის შესახებ; ნეკრესი, როგორც ქართული ქრისტიანული საგანმანათლებლო-სამწიგნობრო კულტურის კერა; დღევანდელობა. ტექსტს ერთვის მდიდარი ფოტომასალა.
36.ასკურავა ლ. ნეკრესის მონასტერი //ომეგა.-2002.-N4(30).-გვ.116-121.რეზ. ინგლ. ენაზე.
მონასტრის ისტორიისა და კედლის მხატვრობის შესახებ.
37.Wilkinson J. Planning Religious Architektur //სამეცნიერო შრომების კრებული: ხელიოვნებათმცოდნეობა.-2003.-N5.-გვ.143-188.
38.გრიგოლია მ. უძველესი ეკლესიები საქართველოში: (V-VI სს.) //კლიო.-2001.-N11.-35-44. რეზ. ინგლ. ენაზე.
ნეკრესი - საეკლესიო არქიტექურის განვითარების ეტაპი.
38.გრემი და ნეკრესი //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.38.
ინფორმაცია ისტორიული ქალაქი ნეკრესის მდებარეობის, დაარსების, ნეკრესის კომპლექსის (მცირე ბაზილიკა-ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ნაგებობა საქართველოში -IV ს.,ღვთისმშობლის მიძინების სახ. სამეკლესიანი ბაზილიკა -VII, გუმბათოვანი ეკლესია) შე3სახებ. აღნიშნულია მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილი საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთების თაობაზე. მოხსენიებულინი არიან: კახეთის მეფე ლევანი, მისის მეუღლე თინათინი(XVI ს.), ქალაქის დამაარსებელი ქართლის მეფე ფარნაჯომი(ძვ. წ.II ს., მეფე მირდატი (IV ს.), აბიბოს ნეკრესელი (VI ს.). ტექსტს ერთვის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესიის ფოტო.
39.ჯაბუა ნ. ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში.–თბ.,2012.–გვ.45.
ნეკრესის სამეკლესიიანი ბაზილიკის მოკლე ხუროთმოძღვრული ანალიზი.
40.ნეკრესის კომპლექსი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.119. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
41.ნეკრესი//გველესიანი გ. საქართველოს ეკლესია-მონასტრები.-ქუთ.,2013.-გვ.8.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის მოკლე ისტორიული მიმოხილვა.
42.ნეკრესის მონასტრის მცირე ეკლესია(IV)//ბერიძე ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია ტ.1.–თბილისი.,2014.–გვ.53–54.
მცირე ზომის უგუმბათო სამლოცველოს ხუროთმოძღვრული ანალიზი.
43.ნეკრესი //გედენიძე ი. საქართველო- რასაც არწივები ხედავენ.-თბ.,2018.-გვ.42-43.ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
44.ნეკრესი //ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. საქართველოს ისტორიის პალიტრა. თხუთმეტტომეული.-თბ.,2002.-ტ.9.-გვ.94-95.
45.ნეკრესი //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.130-132.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა