საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

კულბითი (ცხინვალის რ-ნი)

1.კულბითის ღვთისმშობელი //გენგიური ნ. კუპელჰალე.-თბ.,2005.-გვ.115-121; გვ.159-160.
თითქმის დაუზიანებლად შემორჩენილი , X საუკუნის , დარბაზული ტიპის კულბითის ეკლესიის მოკლე მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება, ეკლესიის აგების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის საერთო ხედის, ინტერიერის, გუმბათის, აღმ. და დას. ფასადების ფოტოები და ეკლესიის გეგმა.
2.მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.-თბ.,1971.-გვ.65-67.
კულბითის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისა და ციხის ხუროთმოძვრული ანალიზი.
3.მეგრელიძე ი. წარწერები და სხვა სიძველეები პატარა ლიახვის ხეობაში //მაცნე.-1963.-N5.-გვ.212.
კულბითის გუმბათიანი ეკლესიის შესახებ არსებული ხალხური თქმულებები.
4.ქართლი //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება.-თბ.,1994.-გვ.107-110.
კულბითის (გოჩას)ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის ხუროთმოძღვრული ანალიზი, ფასადთა გაფორმება და მხატვრული დეკორი. ძეგლის შესახებ შემორჩენილი ხალხური თქმულება. ტექსტს დართული აქვს ფოტომასალა(სურ.88-91; ტაბ.134).
5.ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში.-თბ.,1992.-გვ.127.
მოკლე ცნობები ე.წ. "გოჩას" ადგილზე შემორჩენილი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაზე.
6.თანამემამულე. კულბითი //ივერია.-1890(4ოქტ.).-N210.-გვ.2.
სოფლის ისტორია, ძეგლის აღწერილობა და მის შესახებ შემორჩენილი თქმულება.
7.სოფ.კულბითი წმ. მარინეს ნაეკლესიარი; წმ. გიორგის ეკლესია //შიდა ქართლი:დიდი და პატარა ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა.I.-თბ., 2002.-გვ.137-138.
წმ. მარინეს ნაეკლესიარისა და წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტებს დართული აქვს ძეგლების ფოტოები.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა