საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ჭერემი (გურჯაანის რ-ნი)

1.ჩუბინაშვილი გ. ქართული საერო ხუროთმოძღვრების რამდენიმე ნიმუში //ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე.ტ.III.-1923.-გვ.112-113.
კახეთის ადრეული ხანის საერო არქიტექტურის ძეგლის-ჭერემის დახასიათება. ტექსტს ახლავს ჭერემის სასახლის ჩანახატი.
2.შუა საუკუნეების ხელოვნება: ჭერემი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.49.
ტაძრის აგების ისტორია, მის შესახებ არსებული წერილობითი წყაროების მოკლე მიმოხილვა.
3.ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: ჭერემი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.-თბ.,1955.-გვ.39.
მოკლე ცნობა კვადრატული ფორმის ეკლესიის შესახებ.
4.ჭერემი //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.ტ.I.-ტფ.,1936.-გვ.27.
პატარა სივრცის ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს სურ.5.
5.ჭერემი საეპისკოპოსო ტაძარი //ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.146.
ჭერემის საეპისკოპოსო ტაძრის წარწერის პალეოგრაფიული განხილვა.
6.ჭერემი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.391.
ხუროთმოძღვრული კომპლექსის - საეპისკოპოსო ტაძრის, სასახლისა და ნაგებობის ნანგრევების მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულია ჭერემის მახლობლად "მამა-დავითის" სამეკლესიანი ბაზილიკა, წვერდაბალისა და წმ.ბარბალეს სახ.ეკლესიები.
7.ჭერემი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა: IV-XIII სს.გუმბათოვანი არქიტექტურა.-თბ.,1983.-გვ.26-27 //კომპოზიციის აგების კანონზომიერებანი ქართულ ხუროთმოძღვრებაში //ძეგლის მეგობარი.-1976.-კრ.41.-გვ.51-60.
კომპოზიციური სტრუქტურის ფორმირების კანონზომიერების შესახებ. ტექსტს დართული აქვს სამლოცველოს სქემატური ჩანახატი (გ.ჩუბინაშვილი), ძეგლის ნახაზები.
8.ფიცხელაური კ., ვარაზაშვილი ვ. და სხვ. კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია //საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1989-10992 წლებში: მოკლე ანგარიშები.-თბ.,2004.-გვ.30-31. რეზ. გერმ. ენაზე.
ჭერემის ციტადელის კომპლექსში შემავალი ციხე-დარბაზის მიდამოებსა და წმ. ბარბარეს სახ. ეკლესიის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგები. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXXVII-XLVII).
9.მამაიაშვილი ნ. ციხე-ქალაქი ჭერემი //ძეგლის მეგობარი.-1987.-კრ.77.-გვ.22-25.
ვახტანგ გორგასალის მიერ ასენებული ქალაქ ჭერემის არქეოლოგიური შესწავლის მასალებს.მოცემულია კათედრალური ტაძრის - წვეროდაბალის, იგივე წმ. გიორგის სახ. ეკლესიისა და წმ. ბარბარეს ეკლესიის აღწერილობა. მოხსენიებულნი არიანL ნ. ჩუბინაშვილი ჯუანშერი, ვახტანგ გორგასალი.
10.გიორგიძე ა. "მამა-დავითის" ეკლესია სოფ. ჭერემთან //ძეგლის მეგობარი.-1984.-კრ.67.-გვ.22-26.
სოფ. Qჭერემის მიდამოებში მდებარე სამეკლესიანი ბაზილიკის აგების თარიღის განსაზღბვრა ძეგლის გეგმისა და კოპოზიციური გადაწყვეტის მიხედვით.
11.გვერდწითელი რ. წვეროდაბალის ”წმ. გიორგის” ეკლესია ჭერემში //წელიწდეული.-1999-2001.-გვ.33-42.
12.მელიქსეთ-ბეგი არქეოლოგიური მოგზაურობა გარეკახეთში და ჭერემის ხეობაში //გაზ. ”სახალხო საქმე”/-1920/-N945;N950;N951.
13.Чубинашвили Г., Северов Н. Пути грузинской архитектуры.-Тифл.-1936.-с.9.
14.Пурцеладзе Старый город Череми //Кавказ.-1880.-N924/
15.ჯაბუა ნ. ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში.–თბ.,2012.–გვ.49–50.
ჭერემის ტაძრის სამეკლესიიანი ბაზილიკის არქიტექტორული თავისებურებანი.
16.ჭერემის ეკლესიები //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.128-129. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
17.ქართული ძეგლის სტრუქტურული ანალიზი. მოსამზადებელი პერიოდი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების სტრუქტურა.-თბ.,2012.-გვ.23-24.
ჭერემის ეკლესიის გეგმის შიდა სივრცისა და გარე მოცულობის ანალიზი. ტექსტს ერთვის სამლოცველოს ნახაზი.
18.ჭერემის საეპისკოპოსო ტაძრის მცირე სამლოცველო(IV)//ბერიძე ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია ტ.1.–თბილისი.,2014.–გვ.54–55.

 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა