საქართველოს ისტორიულ
ძეგლთა
ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
<< თავიდანღუმურიშის ეკლესია (გალის რ-ნი)
1.ღუმურუშის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი.ტ.I.-თბ.,2007.-გვ.46-47.
სოფ. ღუმურიშის X საუკუნის პირველი ნახევრის ბაზილიკის მოკლე აღწერილობა. ეკლესიის ამგებად მოხსენიებულია ნიანია რაჭის ერისთავის ასული და ოდიშის ერისთავთ- ერისთავის მეუღლე საგდუხტ დედოფალი (XI ს.). დართულია ძეგლის საერთო ხედის ფოტო. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
2.ქრისტიანული ძეგლები ოქუმისწყლის ზემო წელზე (ღუმურიშის ეკლესია) //ხვისტანი რ. მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის.-თბ.,2009.-გვ.4-12. ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე.
ოქუმისწყლის ხეობის ისტორია, სახელის წარმოშობა, ერთნავიანი, დარბაზული ტიპის (მინაშენითა და კარიბჭით) ეკლესიის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შედეგები, გეგმით სწორკუთხა, ძლიერ დაზიანებული (ზედა სამშენებლო დონისა და ქვედა სამშენებლო დონის ნაგებობანი)ხუროთმოძღვრული (შიდა სივრცე, გარე მოცულობა), მხატვრული ფორმების (დამახასიათებელია ცხოველხატულობა, დეკორატიული გაფორმების სიმდიდრე). ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (ტაბ.I,II).
3.ღუმურიშის ეკლესია //კობახიძე გ. აფხაზეთი ქართული სულიერების სამკვიდრო. საეკლესიო არქიტექტურული ძეგლები და სიწმინდეები II.–თბილისი.,2016.–გვ.133-140.
დაზიანებული ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
4.ღუმურიშის ეკლესია //აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა.-თბ.,2017.-გვ.25.