საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

მლეთა (დუშეთის რ-ნი)

1.ანანური მლეთი //ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა.-თბ.,1972.-გვ.38.
მოკლე ცნობა სოფ.მლეთის კოშკების შესახებ. ტექსტს ახლავს ზემო მლეთის ფოტო.
2.ზაქარაია პ. დუშეთის რაიონი.-თბ.,1981.-გვ.10-11.
სოფ.მლეთის ეკლესიისა და ციხის შესახებ.
3.შმერლინგი რ. დოლიძე ვ. თბილისიდან კავკავამდე .-თბ.,1991.-გვ.15.
მოკლე ცნობები სოფ.მლეთაში შემორჩენილი XIX საუკუნის ჯვრის ფორმისა და გვიანფეოდალური ხანით დათარიღებული დარბაზული ორი ეკლესიის შესახებ.
4.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ციხეები: მლეთი //ზაქარაია პ. ქართული ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.271-272.
სოფ.მლეთის ადგოლობრივი მნიშვნელობის ორი ციხის-სოფლის აღმოსავლეთით(კოშკისა და გალავნის ნანგრევები და ზემო მლეთის შუაში-გეგმით სწორკუთხედი)მოკლე აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.100; ტაბ.87).
5.ზემო მლეთა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.251-253.
სოფ.ზემო მლეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების: კვირაცხოვლის სახ. ეკლესიის (დათარიღებულია VIII-IX საუკუნეებით , უაფსიდო, დარბაზული ტიპის, შიგნით და გარეთ შეთეთრებულია, ეკლესია დაზიანებულია), კოშკის (დგას სოფლის განაპირას, თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით, სამსართულიანია, მოცემულია კოშკის საერთო ხედის ფოტო), ნაზღათ ციხე (იგივე მლეთის ციხე, დგას შუა სოფელში, განეკუთვნება XVII საუკუნის მეორე ნახევარს, ძლიერ დაზიანებულია; მოცემულია ციხის გეგმა), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (აგებულია სოფლის სასაფლაოზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბაზული ტიპისაა და ძლიერ დაზიანებული, მოცემულია ეკლესიის გეგმა) მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
6.ქვემო მლეთა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.2.-თბ.,2004.-გვ.323-325.
სოფ.ქვემო მლეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების: ლომისის ახალი ეკლესიის (მდებარეობს სოფლის განაპირას, აგებულია XIX საუკუნეში, "თავისუფალი ჯვრის" ტიპის, ეკლესიის დას.-ით აშენებულია ორსართულიანი სამრეკლო), ლომისის ძველი ეკლესიის (დგას სოფლის ჩრდ.-ით, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, დარბაზული ტიპის), ლომისის წმ. გიორგის სახ. კომპლექსის (შედგება: IX-X საუკუნეში აგებული ძლიერ დაზიანებული წმ. გიორგის სახ. ეკლესიის, სამრეკლოსა და რამდენიმე შენობისაგან)ვრცელი ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
7.მაღალოვი, გიორგი მღვდელი. ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია (მთიულეთში) //საქართველოს სასულიერო მახარებელი.-1866.-აპრ.-გვ.334-336.
8."პატივცემულს დიმიტრი ბაქრაძეს სოფ. მლეთიდგან..." //გაზ."ივერია".-1886(1 ნოემბ.).-N236.-გვ.2.
მოკლე ინფორმაცია ძველი ეკლესიისა და ხუცურწარწერიანი კარის შესახებ.
9.ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია//გველესიანი გ. საქართველოს ეკლესია-მონასტრები.-ქუთაისი.,2013.-გვ.43-45.
მოკლე ისტორიული მიმოხილვა.
10.ლომისის წმ. გიორგის ეკლესია //საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები. საქართველო.-2015.,თბ.-გვ.291.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა