საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ძეგვი (მცხეთის რ-ნი)

1.ძეგვი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.142.
სოფ.ძეგვში შემონახული შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ძეგლის საერთო ხედის ფოტო.
2.მცხეთა-თბილისის ეპარქია: ძეგვის წმ.გიორგი მთაწმინდელის მონასტერი (დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2005.-გვ.75.
მოკლე ცნობა მონასტრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, მონაზონი მარიამი (ჯაფარიძე). ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.
3.ძეგვი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.213.
ძეგვის ეკლესიის ნიშაში დაცული ჯვარცმის ბერძნული წარწერების შესახებ, მისი შესრულების სავარაუდო თარიღი.
4.ზაქარაია პ. ციხედიდის ნასახლარი //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის...სერია.-1975.-გვ.147-151.
სოფ.ძეგვის ნახევრად დანგრეული სამრეკლოსა და გადაკეთებული ეკლესიის შესახებ.
5.ქართული ციხე-ქალაქაები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში პირამიდული კოშკები: ციხედიდი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.გვ.439-441.
დეკანოზიძეების საცხოვრებელი სახლის ანსამბლში შემორჩენილი კოშკის დახასიათება. წარწერის მიხედვით კოშკის ამგებად დასახელებულია დეკანოზი ათანასე დეკანოზის ძე. ტექსტს დართული აქვს ფოტომასალა.
6.ძეგვი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.-გვ.333-336.
ისტორიული წყაროები სოფ.ძეგვის შესახებ. სოფ.ძეგვის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების: ბორას საყდრის (ე.წ.ბოძის საყდარი. მდებარეობს სოფლის სამხ.-დას.-ით, ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ნატეხებით, დარბაზული ტიპის. მოთხრობილია საყდრის სახელთან დაკავშირებული ლეგენდა), დედაღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (კარის ღვთისმშობლის ეკლესია. აგებულია შუა სოფელში, დარბაზული ტიპის, ნაგებია აგურითა და რიყის ქვით), ეკლესიის (სოფლის სასაფლაოზე აგებული, დარბაზული ტიპის), ეკლესია ყველაწმინდის (დარბაზული ტიპის, რიყის ქვით ნაგები), სამების ეკლესიის (აგებულია სოფლის განაპირას, კარგად გათლილი მოყვითალო-მოყავისფრო ქვიშაქვის კვადრებით), სამების სახ. ეკლესია (მდებარეობს სოფლის სამხ.-აღმ.-ით, ტყით დაფარულ მაღალი მთის წვერზე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით), ღვთისმშობლის სახ. ეკლესია (აგებულია სოფლის სასაფლაოზე, 1676-1700 წლებში, სამშენებლო მასალა - დიდი ზომის ნატეხი ქვა), ციხედიდის კომპლექსი (კოშკი, საწნახელი, წმ. მარიამის სახ. ეკლესია, სამრეკლო, წმ. თევდორეს სახ. ეკლესია) ვრცელი ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
7.წმ. სამების სახელობის ტაძარი; კარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2002.-გვ.45; გვ.55.
მოკლე ცნობა XVII საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული, ნადირ მჭედლიძის მიერ აგებული ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი, კათალიკოსი ნიკოლოზი (ამილახვარი, XI ს.), იოთამ ამილახვარი, მამა ლაზარე (გაგნიძე), გ. ნატრაძე, ტაძრის წინამძღვარი - მღვდელი ილია მაღლაფერიძე;
გვინადელი ფეოდალური ხანით დათარიღებული დარბაზული ტიპის კარის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკიპოსი ისაია (ჭანტურია), ლ. ფიროსმანიშვილი, გ. ნადირაძე.
8.Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Т. Окрестности Тбил
9.ძეგვის ქართველთა წმ. სამების ეკლესია. ძეგვის ღვთისმშობლის ეკლესია. ძეგვის ე.წ. ”დანგრეული საყდარი” //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.17, გვ.18, გვ.19.
წმ. სამების ეკლესიის აღმ.-ით, ფანჯრის მარცხნივ, ორ ქვაზე განთავსებული წარწერის შინაარსი. ძეგვის ღვთისმშობლის ეკლესიის აღმ. მხარეს, ფანჯრის ზევიტ მოთავსებული წარწერის ტექსტი.”დანგრეული საყდრის” დას. მხარეს საქარეზე, სამი ქვისგან შედგენილი ჯვრისა და წარწერის შესახებ.
10.ძეგვის ბორის საყდარი //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.18.
ეკლესიის ნანგრევების მოკლე აღწერილობა.
11.ციხედიდი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.82.ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
12.ძეგვის ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.85. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.


 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა