საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

სიონი (ყაზბეგის რ-ნი)

1.ბაზილიკა სიონი //შმერლინგი რ., დოლიძე ვ. თბილისიდან კავკავამდე.-თბ.,1991.-გვ.22-23.
IX საუკუნის მიწურულისა და XI საუკუნის დასაწყისის ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ხევის სიონის სამნავიანი ბაზილიკის გეგმა.
2.მაკალათია ს. ხევი.-თბ.,1934.-გვ.215-218.
სოფ.სიონის ღვთისმშობლის სახ. ტაძრის შესახებ არსებული გადმოცემები, წარწერების მიმოხილვა.
3.სიონი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.IX.-თბ.,1985.-გვ.379.
IX-X საუკუნეებში ნაგები სამნავიანი ბაზილიკის (ე.წ.ხევის სიონი) მოკლე ხურთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.
4.სიონი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.2.-თბ.,2004.-გვ.469-471.
სოფლის მოკლე ისტორია; აღწერილია სიონის მიდამოებში ნაგები ძეგლების: კვირეს სალოცავის, გეგმით კვადრატული, დაზიანებული სამების ნიშის, XVIII საუკუნით დათარიღებული წმ. გიორგის სახ. ეკლესიის, ყორით ნაგები გალავნის, IX-X საუკუნეების ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსის (ეკლესია, გალავანი, სამრეკლო), ხუთსართულიანი, გეგმით კვადრატული კოშკის ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოცემულია კომპლექსის სქემატური ჩანახატები.
4.წითლანაძე ლ. ხევში ჩატარებული არქეოლოგიური ძიების შედეგები //მაცნე.-1971.-N1.-გვ.101-102.
სოფ. სიონის IX-X საუკუნით დათარიღებული ბაზილიკური ეკლესიისა და მის დასავლეთით, ქედზე მდებარე ოთხკუთხა კოშკის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
5.(კობაიძე ანდრია) კალმის-წვერა. შიოლა ღუდუშაური //ივერია.-1902(15 ივნ.).-N124.-გვ.2-3.
სოფ. სიონის ეკლესიაში დაცული წარწერიანი ხატისა და ზარის შესახებ.
6.სიონის ტაძარი //საქართველოს გამოჩენილი და საქმიანი ადამიანები. საქართველო.-2015.,თბ.-გვ.258.
7.სიონის ეკლესია //ხარაძე, კ. ხევის ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბ., 2015.-გვ.41-42.
სიონის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს ფოტო.
8.სიონი //ქერაშვილი გ. ხევი და მოხევეები.-თბ.,2012.-გვ.90-94.
სიონის ბაზილიკის არქიტექტურული აღწერილობა და ლეგენდა სალოცავში დაბრძანებული ვერცლით მოჭედილი "ღვთაების ჯვრის" შესახებ. ვინმე სისაურის მიერ თამარის ეპოქაში აგებული პირამიდული ტიპის მაღალი კოშკის ისტორია.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა