საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

იკორთა (ცხინვალის რეგიონი)

იკორთა იხ.ერედვის მუნიციპალიტეტი.
1.ალექსანდრე ეპისკოპოსი [და სხვ]. თქვენო ბრწყინვალებავ! //ივერია.-1892(27 მარტი).-N66.-გვ.2.
იკორთის ტაძრის განახლებისათვის დაარსებული კომიტეტის მიმართვა ერისთავთა გვარის წარმომადგენლებისადმი.
2."ამ დღეებში სახელმწიფო ქონებათა გამგეობაში..."//ივერია.-1895(26 აგვ.).-N183.-გვ.1.
ცნობა ბერი გ. გამრეკელის მიერ ეკლესიის აღდგენისა და აღმოჩენილი ახალი მასალების თაობაზე.
3.გვასალია ჯ. იკორთა //ცისკარი.-1976.-N4.-გვ.154-155.
ცნობები ქსნის ერისთავთა საგვარეულო ტაძრის-მთავარანგელოზის სახელზე აგებულ იკორთის მონასტრის შესახებ.
4.ვარაზაშვილი მ. იკორთა //ძეგლის მეგობარი.-1992.-N1.-გვ.57-60.
ძეგლის მდებარეობა, არქიტექტურა, მხატვრული გაფორმება, 1991 წლის მიწისძვრის შედეგები - ზოგადი მიმოხილვა.
5.ზაქარაია პ. იკორთა.-თბ.,1967. ბუკლეტი.
გორის მახლობლად აგებული იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
6.იკორთა //ზაქარაია პ. XI-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, XI-XII სს..-თბ.,1975.-გვ.11-142.
ტაძრის არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი.
7.XI-XII საუკუნეების ხუროთმოძღვრება: იკორთა //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს.-თბ.,1990.-გვ.40-54.
ტაძრის ხუროთმოძღვრების შედარება შუასაუკუნეების სხვა ძეგლებთან, ისტორია, მის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, არქიტექტურულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ტაძრის გეგმა, განაკვეთების სქემატური გამოსახულება(ილ.XI-XVI).
8.სიმაგრეები: იკორთა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები.-თბ.,1973.-გვ.79-81.
1172 წელს აგებული, მეორე პერიოდის მშენებლობის ჩვენამდე მოღწეული იკორთის ტაძრისა და ციხე-დარბაზის მოკლე ისტორია, აღწერილობა. სეხნია ჩხეიძის ცნობა ციხის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ტაბ.22.
9.იკორთის მონასტერი //ზანგურაშვილი ვლ. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2007.-გვ.32-32-33.
მონასტრის ისტორია. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, ექვ.თაყაიშვილი, იოვანე ქსნის ერისთავი, მონასტრის წინამძღვარი იოაკიმე თითასმანელისძე, შალვა ქვენიფნეველის ძე ერისთავი, მღვდელი დიმიტრი ოქროაძე (ოქროაშვილი). ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.
10.იკორთა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული.-1998.-გვ.117. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
1991 წლის მიწისძვრით დაზიანებული იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის (1172 წ.) გადარჩენისა და დაცვის ღონისძიებები.
11.იკორთა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.70.
მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
12.იკორთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.V.-თბ.,1980.-გვ.105.
სოფ. იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული და მხატვრული თავისებურებანი.
13.ს. იკორთა (ქართლი) //ცნობის ფურცელი.-1899(4 მაისი).-N810.-გვ2.
მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ.
14.სოფ.იკორთა. იკორთის ტაძარი // შიდა ქართლი: პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურურლი მემკვიდრეობა.ტ.I.-თბ.,2002.-გვ.92-95.
მდ. მეჯუდას ხეობაში აგებული იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, მარი ბროსე; იასე ქსნის ერისთავი, ერისთავთ-ერისთავები: ვარდანი, არსენი, ჭიაბერი, ბასილი. ტექსტს დართული აქვს საკურთხევლის ფოტო, ძეგლის გეგმა.
15.საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები.-თბ.,1991. ალბომი.
წარმოდგენილია ილუსტრაციები 1991 წლის (29 აპრილი, 15 ივნისი) მიწისძვრამდე და მის შემდეგ.
16.სიგმა. სოფ. იკორთა (გორის მაზრა)//ივერია.-1891(5 სექტ.).-N188.-გვ.2.
ერისთავების შეწირულობანი მათი საგვარეულო სამარხის გასაახლებლად. მოხსენიებულია ალექსანდრე ეპისკოპოსი.
17.უნაფქოშვილი ვ. იკორთის ტაძარი //ახალი ქართლი.-1915.-N55.-გვ.2-3.
მოკლე დახასიათება.
18.მაკალათია ს. ქსნის ხეობა.-თბ.,1968.-გვ.89-92.
სოფ. იკორთის ძეგლების: დარბაზული ტიპის ეკლესიის, კოშკისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ.
19.იკორთა (გორის მაზრა) //ივერია.-1895(8 აგვ.).-N168.-გვ.2.
იკორთის ტაძრის შეკეთების თაობაზე. მოხსენებულნი არიან ისტორიული პირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები.
20.მეგრელიძე ი. წარწერები და სხვა სიძველეები იკორთაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე : ისტორიის..სერია.-1963.-N3.-გვ.170-171.
იკორთის ტაძრის მოკლე აღწერილობა.
21.იკორთის ეკლესია //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.-თბ.,1982.-გვ.110-113;გვ.142-143.
XII საუკუნის ძეგლის - იკორთის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია იკორთის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები (ანაზომები მ.კალაშნიკოვისა).
22.ციხე-დარბაზები: იკორთა //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.164-166.
იკორთის ტაძრისა და მასთან დაკავშირებული ციხე-დარბაზის (ციტადელი, ცილინდრული კოშკი, გალავანი)მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან:ბიძინა ჩოლოყასვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები, შანშე ქსნის ერისთავი.
23."სამნი მარტვირნი სამებისად მსრბოლობენ". იკორთა //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.242-245.
ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების მოწამებრივი სიკვდილის შესახებ. იკორთის გუმბათოვანი ტაძრის აგების თარიღი, ხუროთმოძღვრული დახასიათება და მხატვრულ-სტილისტიკური თავისებურებანი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხედის ფოტოები.
24.განვითარებული ფეოდალიზმი: იკორთა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-1995.-გვ.95.
მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო(გვ.105).
25.იკორთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-ბ.,1974.-გვ.151.
სოფ.იკორთის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლის ზომები. ტექსტს დართული აქვს იკორთის ეკლესიის ფოტოები (ტაბ.149, 150).
26.იკორთა //საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): შიდა ქართლი.-თბ.,1991.-გვ.4.
1172 წელს აგებული გუმბათოვანი ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლის გეგმა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
27.გამრეკელი დ. ძვირფასი რელიკვია //გაზ. "თბილისის".-1968(11 ოქტ.).-გვ.3.
ივ. ჯავახიშვილი და ექვ. თაყაიშვილი იკორთის მონასტერში.
28.გვასალია ჯ., დიდებულიძე მ. იკორთა //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი".-1975(3 ივნ.).-გვ.4.
ტაძრის აგებიდან 800 წლისთავის გამო.
29.ერედველიძე გ. იკორთის მონასტერი //გაზ. "საბჭოთა ოსეთი".-1990(13 ივლ.).-გვ.4.
მონასტრის მშენებლობის ისტორია.
30.იკორთა //გაზ. "სამშობლო".-1988(ოქტ.).-გვ.7.
XII-XIII საუკუნეში აგებული გუმბათოვანი ტაძრის აღწერილობა.
31.ოთინაშვილი ნ. მზის საათები იკორთასა და თიღვაში //გაზ. "საბჭოთა ოსეთი".-1979(20 ივნ.).-გვ.4.
32.ოთინაშვილი ნ. იკორთა-ჩვენი სიამაყე //გაზ. "საბჭოთა ოსეთი".-1989(23 ნოემბ.).-გვ.4.
33.როდონაია ვ. იკორთა //ჟ. "ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში".-1983.-N3.-გვ.123-127.
34.სანიკიძე თ. იკორთა //გაზ. "სამშობლო".-1975(ივლ.).-გვ.5.
35.სახვაძე მ. იკორტას შეფობს პროფტექნიკური //გაზ. "თბილისი".-1982(27 აგვ.).
ძეგლის რესტავრაციის თაობაზე.
36.ქიქავა თ. განახლებული სიძველე //გაზ. "სახალხო განათლება".-1980(15 აგვ.).-გვ.4.
იკორთის ციხის აღდგენა-განახლებაზე.
37.ცინცაბაძე ნ. იკორთის მთავარანგელოზის ტაძარი შველას ითხოვს //"მშვიდობა ყოველთა'.-1998(1-15 დეკ.).-ნ23.-გვ.2.
XII საუკუნის ტაძრის ისტორიული მიმოხილვა და მისი მდგომარეობა 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ.
38.Иоселиани П. Икортский монастырь в Карталинии //საქართველოს სასულიერო მახარებელი.-1865.-ნოემბ.-გვ.67-96.
39.იკორთა და ლარგვისი //ელიზბარაშვილი ნ., კუპატაძე ბ. საქართველოს 100 ღირსშესანიშნაობა.-თბ.,2011.-გვ.63.
1172 წელს აგებული იკორთის გუმბათოვანი ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა. მოხსენიებულია ქტიტორი გიორგი III. ტექსტს ერთვის ძეგლის საერთო ხედის ფოტო.
40.იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია //არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში. ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი.-თბ.,2012.-გვ.104-108.
ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
41.იკორთის ეკლესია //ბოჭორიზე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.144-146.
42.იკორთა//შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.37-38. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
იკორთის გუმბათოვანი ტაძრის მხატვრულ-სტილისტური თავისებურებანი.
43.ქართული ხუროთმოძღვრება განვითარებულ შუა საუკუნეებში (X1ს-ის მეორე მესამედიდან X111 საუკუნემდე). იკორთის ეკლესია // მოსულიშვილი ჰ. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების სტრუქტურა.-თბ.,2012.-გვ.110-116.
იკორთის ეკლესიის შიდა სივრცისა და გარე მოცულობის ანალიზი. ტექსტს ახლავს ნახაზები.
44.იკორთა (Xll) //ხმელიძე თ; ქაშიაშვილი ზ; ვანიშვილი თ; ქართული კულტურა და ხუროთმოძღვრება.-თბ.,2023.-გვ.298-299.



 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა