საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბლიოგრაფიული ლექსიკონი

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა


<< თავიდან

ტიმოთესუბანი (ბორჯომის რ-ნი)

1.გორდეევი ვ. ტიმოთესუბანი //საბჭოთა ხელოვნება.-1940.-N4.-გვ.45-51.
სოფ. ტიმოთესუბნის მონასტრის ფრესკების სტილისტური და იკონოგრაფიული ანალიზი,მშენებლობის ეტაპები, ძეგლის დათარიღება სამშენებლო მასალის ანაქლიზის საფუძველზე. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტოები.
2.ზაქარაია პ. შუა საუკუნეების ქართული გუმბათოვანი არქიტექტურის ზოგიერთი საკითხისათვის //საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე.ტ.XXII-B.-1961.-გვ.71-102.
ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსის დაწვრილებითი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი, ფრესკული მხატვრობის მიმოხილვა.
3.კანდელაკი გ. ტიმოთესუბანი.-1964.
გუმბათოვანი ეკლესიის, კედლის მხატვრობისა და არქიტექტურული დეტალების აღწერილობა.
4.პრივალოვა ე. "არს კიმოთისმანს მონასტერი გუმბათოვანი..." //ძეგლის მეგობარი.-1975.-N38.-გვ.22-28.
თორელების მიერ XII-XIII საუკუნის მიჯნაზე აგებული ტიმოთესუბნის მონასტრის კედლის მხატვრობის თაობაზე. მოხსენიებულნი არიან: შ. აბრამიშვილი, რესტავრ.: კ.ბაკურაძე, გ.ჭეიშვილი.
4.ტიმოთესუბანი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.264-267.
თორის ქვაბულში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრული დახასიათება. დიდი ტაძრის ამგებად და მომხატავად მოხსენიებულია შალვა თორელ-ახალციხელი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართული აქვს საერთო ხედისა და ფრესკული ფერწერის ნიმუშების ფოტოები.
5.ტიმოთესუბნის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა.-თბ.,2004-2005.-გვ.49.
XIII საუკუნის ტაძარზე ჩატარებული მხატვრობის გასამაგრებელი და სხვა სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ტაძრის გუმბათის მოხატულობის ფოტო.
6.ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია; ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები.-თბ.,2005.-გვ.41-42.
შალვა თორელის მიერ XII-XIII საუკუნეებში დაარსებული ტაძრის მოკლე ისტორია, სამონასტრო ცხოვრება, წარწერების ანალიზი, სარესტავარაციო სამუშაოების შედეგები. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, იღუმენი საბა(გიგიბერია, 1994-1996 წწ.), ეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა), მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იერომიელი (ფილიშვილი), რესტავრატორებიკ.ბაკურაძე, გ.ჭეიშვილი, ე.პრივალოვა; მ.დვალიშვილი.
7.გიტინსი მ. ქართული კედლის მხატვრობის სამი ნიმუშის კონსერვაციისადმი მეთოდოლოგიური და პრაქტიკული მიდგომა // ქართული ხელოვნება ევროპისა და აზიის კულტურათა კონტექსტში. ვ.ბერიძის სახელობის საერთაშორისო სიმპოზიუმი (2008 თბილისი) თეზისები.-თბ.,2008.-გვ.122.
განხილულია იტალიელი და ქართველი სპეციალისტების მიერ ტაძარში ჩატარებული სამუშაოები.
8.მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ბორჯომის ხეობა.-თბ.,1957.-გვ.24-25.
XII-XIII საუკუნის ჯვრის ფორმის, გუმბათიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება.
9.გუჯარეთი .-თბ.,1987.-გვ.42-47.
ცენტრალურ-გუმბათოვანი, XII-XIII საუკუნეებში აგებული ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, წარწერებისა და მოხატულობის ანალიზი, შედარება ვარძიის, ყინწვისის, ბეთანიისა და ბერთუბნის ეკლესიათა კედლის მხატვრობასთან. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ. 9ტაბ.XXXIV-XLIII).
10.ტიმოთესუბანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.-IX.-თბ.,1985.-გვ.719.
სამონასტრო კომლექსის მთავარი ნაგებობის - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის მოკლე აღწერილობა.
11.ტიმოთესუბანი და ყინცვისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.156.
აგურით ნაშენი გუმბათოვანი ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ფოტო (ტაბ.164).
12.ტიმოთესუბანი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.231-232.
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახ.ტაძრის ბერძნული წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. წარწერათა შესრულების სავარაუდო თარიღი.
13.ტიმოთეს უბანი //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.303.
მოკლე ცნობა ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის ხუროთმოძღვრებასა და ბერძნული წარწერების შესახებ. მოხსენიებულია დ.ბაქარაძე.
14.კანდელაკი ბ. ტიმოთესუბანი.-თბ.,1964.-10 გვ.
ბუკლეტში მოცემულია ტაძრის , კედლის მხატვრობის, გამორჩეული არქიტქტურული ფორმების მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები.
15.გაგლოშვილი გ. ტიმოთესუბნის მონასტერი //გაზ. "ბორჯომი".-1973(14 აგვ.).-გვ.14.
XIII საუკუნის ტიმოთესუბნის მონასტრის წარსულიდან.
16.ტიმოთესუბანი //გაზ. "ლიტერატურული მესხეთი".-2001(თებ.).-გვ.1.
17.ჯანგიძე მ. ტიმოთესუბანი //გაზ. "სამგორი "(გარდაბანი).-1975(14 იანვ.).
18.პრივალოვა ეკ. ტიმოთესუბნის ახლად გახსნილი მოხატულობა //საბჭოთა ხელოვნება.-1975.-N6.-გვ.56-65.
ტიმოთესუბნის მდებარეობა, სახელწოდების ეტიმოლოგია, ტაძრის კედლის მხატვრობის იკონოგრაფიულ-სტილისტური ანალიზი, 1970-1972 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებლი სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს (ხელმძღ.: კ.ბაკურაძე, გ.ჭეიშვილი)მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, დ. ბაქრაძე, მ. ბროსე. ტექსტს ერთვის ფრესკების ფოტოები.
19.გზირიშვილი გ. მივხედოთ ბორჯომს, მის მდებარეობას //ომეგა.-2001.-N9.-გვ.19-33.
მონასტრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
20.თაგვიეთელი ნ. ბორჯომის არე-მარე. შავი წყლის ხეობა //გაზ. ”დროება”.-1876(22 აგვისტო).-N91.-გვ.2-3.
21.დ. ბორჯომი. ძველი ტაძარი //გაზ. ”ცნობის ფურცელი”(15 მარტი).-N143.-გვ.2-3.
22.Привалова У. Роспись Тимотесубани. Исследование по истории грузинской средневековой монументальной живописи.-Тб.,1980.-с.136-139.
23.ტიმოთესუბნის წმ. ბარბარეს ეკლესია //არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში. ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი.-თბ.მ,2012.-გვ.151.
ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები.
24.ტიმოთესუბანი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.151. ტექსტი ქართ.და ინგლ. ენებზე.
25.ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. წ.I.-თბ.,1964.-გვ.231-234.
მთავარი და მცირე ეკლესიების აღწერილობა, წარწერების ანალიზი.
26.ტიმოთესუბნის მონასტერი.-თბ.,2013.-გვ.3-159.
ტიმოთესუბნის მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ისტორია და მისი მოხატულობა. ტექსტი რუსულ და ინგლისურ ენებზე. წიგნს ახლავს სქემები და ფერადი ილუსტრაციები.
27.ტიმოთესუბნის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია// გოგოლაძე თ. ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები(გზამკვლევი).–თბ.,2014.–გვ.105–110.
28.ტიმოთესუბანი //გედენიძე ი. საქართველო- რასაც არწივები ხედავენ.-თბ.,2018.-გვ.162-163.ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა