სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი
ლექსიკონი ემყარება სხვადასხვა დარგის სასკოლო სახელმძღვანელოებს და ითვალისწინებს მოსწავლე ახალგაზრდობის ზეპირ თუ წერით მეტყველებასა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში (პრესა, რადიო, ტელევიზია) დადასტურებულ შეცდომებს, აგრეთვე – კომპიუტერის მოხმარებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, რომელიც ორთოგრაფიული თვალსაზრისით გარკვეულ სირთულეებს ქმნის.
ლექსიკონი შეიცავს 17 800-ზე მეტ სალექსიკონო ერთეულს.
წყარო: სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი /არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტი, შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი ; [ავტ.-შემდგ.: შუქია აფრიდონიძე, იამზე გაგუა, თამარ ვაშაკიძე [და სხვ.] ; მთ. რედ. თამარ ვაშაკიძე ; მხატვ. სოფო ალავიძე]. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 512გვ. ; 24სმ.. - დანართები: გვ. 481-511. - ბიბლიოგრ.: გვ. 512.
- ტერმინების რაოდენობა: 18,034
- გვერდები: 902 (დათვალიერება) — სარჩევი
- ბოლო შესწორება: 3 ოქტომბერი 2019