დავით გურამიშვილი

გიორგი შალამბერიძე "იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში" სახელები შეტანილია სახელობითი ბრუნვის ფორმით, ისინი ანბანზე განლაგებულია ფუძეების მიხედვით, ბრუნვის ნიშანი მხედველობაში მიღებული არ არის (ამიტომ არის, მაგალითად, რომ ლექსიკონში "ბალი-ი" წინ უსწრებს "ბალა"-ს). ზმნები შეტანილია იმ ფორმით, რომელითაც ტექსტში გვხვდება, ეს აადვილებს სიტყვის მონახვას ლექსიკონში.

სიტყვების დაწერილობისას დაცულია ტექსტის ორთოგრაფია. განმარტებები მოცემულია კონტექსტის მიხედვით.

სიტყვების განმარტებისას ავტორმა გამოიყენა ყველა ქართული ლექსიკონი, კერძოდ, სულხან-საბა ორბელიანის, ნ. ჩუბინაშვილის ლექსიკონები; ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული, ი. გიგინეიშვილის, ვ. თოფურიას და ი. ქავთარაძის "ქართულ დიალექტოლოგიაში" დაბეჭდილი დიალექტური ლექსიკონები; ალ. ღლონტის "სიტყვის კონა", აგრეთვე ქართული ლიტერატურის ძეგლთა სხვადასხვა გამოცემებზე დართული ლექსიკონები.

ი. გოგებაშვილის ნაწარმოებთა ლექსიკონი და პედაგოგიური ტერმინოლოგია საცნობარო ხასიათისაა, მასში შეტანილი ცნებების ყველა განმარტება მოკლეა და ამომწურავი. იგი დიდ სამსახურს გაუწევს ქართველ მკითხველს, პედაგოგიურ საზოგადოებას და ი. გოგებაშვილის შრომებით დაინტერესებულ პიროვნებებს.

ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ-შემდგენელს.

წყარო: შალამბერიძე, გიორგი."იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ლექსიკონში" [მ. ასათიანი, ნ. საბაშვილი].-თბ., : განათლება, 1994 .-64გვ. 20სმ.- 5-505-01892-0 : სახელშეკრ. ფასი, 1000 ც.


ტერმინების რაოდენობა: 1,203
გვერდები: 61 (დათვალიერება) — სარჩევი
ბოლო შესწორება: 5 თებერვალი 2026

ბოლო დამატებულები

1ხელ-სამძღვანელი5 თებერვალი 2026
2წმინდა ნინოს სასწავლებელი5 თებერვალი 2026
3წერა-კითხვის სკოლა5 თებერვალი 2026
4წერა-კითხვის მეთოდი5 თებერვალი 2026
5ცოდნიერად5 თებერვალი 2026
6შტატის გაკვეთილები5 თებერვალი 2026
7შკოლნიკი5 თებერვალი 2026
8შკოლა5 თებერვალი 2026
9შერეული სკოლა5 თებერვალი 2026
10შაგირდი5 თებერვალი 2026
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9