| | |
| სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი ეთნოლინგვისტიკა ენათმეცნიერების ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც სწავლობს ენას კულტურასთან მიმართებაში, ენობრივი, ეთნოკულტურული და ეთნოფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედებებს ენის ფუნქციონირებასა და ევოლუციაში. ეთნოლინგვისტიკა განიხილება, როგორც კომპლექსური დისციპლინა, რომელიც იკვლვს კულტურის, ხალხური ფსიქოლოგიისა და მითოლოგიის შინა-არსს, ფორმალური მახასიათებლებისაგან დამოუკიდებლად. ეთნოლინგვისტიკა აყენებს და წყვეტს ენისა და ეთნოსის, ენისა და ხალხური მენტალიტეტის, ენისა და მითოლოგიის პროლემებს. თანამედროვე ეთნოლინგვისტიკა, დაფუძნებული ჰუმბოლდტისა და სხვათა იდეებზე, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორისტიკის, მითოლოგიის ზღვარზე ჩამოყალიბდა, როგორც კომპლექსური დისციპლინა. მისი შესწავლის ობიექტია არა მხოლოდ ენა, არამედ მთელი ხალხური კულტურა, მისი სახეები, ჟანრები და ფორმები: ვერბალური, მენტალური, აქციონალური (წეს-ჩვეულებები) და სხვ. ტერმინ "ეთნოლინგვისტიკის" პირველ ნაწილში (ეთნო-) ნიშნავს ტრადიციული კულტურის შესწავლას, მის ეთნიკურ, რელიგიურ და დიალექტურ ფორმემებში, ხოლო მეორე სეგმენტი (ლინგვისტიკა) მიუთითებს, რომ ტრადიციული კვლევის ძირითადი წყარო არის ენა. ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ-შემდგენელს. წყარო: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6. მიმდინარეობს ლექსიკონის შევსება...
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |