ფრაზეოლოგიური (სიტყვათა მყარი შეთანხმების) ლექსიკონი

"ფრაზეოლოგიური (სიტყვათა მყარი შეთანხმების) ლექსიკონი" (I, II ტომი) გამოთქმების მრავლისმომცველი ლექსიკონია. მასში განმარტებულია სიტყვების განსაკუთრებული, იდიომატური მნიშვნელობა, კონტექსტის შესაბამისად. წიგნში შესული მასალა აღებულია, ძირითადად, ქართული ფოლკლორიდან და კლასიკური ლიტერატურიდან. არის ფორმები, რომლებიც ქართულში სხვა ენებიდანაა შემოსული და დამკვიდრებული, თუმცა ისეა შესისხლხორცებული ქართულ ენასთან, რომ უცხოური წარმომავლობის კვალი მივიწყებულია.
"ფრაზეოლოგიური ლექსიკონი" იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ უამრავ საინტერესო გამოთქმას აცოცხლებს. წიგნში მოყვანილი ბევრი სიტყვათშეთანხმება უკვე დავიწყების გზაზე დგას.
წიგნი საინტერესო იქნება არა მარტო სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისთვის, არამედ საზოგადოების ფაროო წრისთვის, ნებისმიერი წიგნიერი ადამიანისთვის. ფასეული იქნება იმ მეცნიერთათვის, რომლებიც უცხოური ენების ფრაზეოლოგიურ ლექსიკონებზე მუშაობენ.

ლექსიკური ერთეულების განმარტებების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორ-შემდგენელს.

წყარო: პაპასკირი ვაჟა. ფრაზეოლოგიური ლექსიკონი (სიტყვათა მყარი შეთანხმებანი) / ვაჟა პაპასკირი; წინათქმა მარიკა.ზვიადაძე - თბ.: ტექნ.უნ-ტი, 2011 .- 692 გვ.
ტ.1: ფრაზეოლოგიური ლექსიკონი (სიტყვათა მყარი შეთანხმებანი) ტ. 1, (ა-მ) / ვაჟა პაპასკირი; წინატქმა მარიკა.ზვიადაძე 2011.-362 გვ..- ISBN 0789941200175
ტ.2: ფრაზეოლოგიური ლექსიკონი (სიტყვათა მყარი შეთანხმებანი) ტ. 2, (ნ-ჰ) / ვაჟა პაპასკირი; წინატქმა მარიკა.ზვიადაძე 2011.-329 გვ. .- ISBN I9789941200182


ტერმინების რაოდენობა: 1,860
გვერდები: 93 (დათვალიერება) — სარჩევი
ბოლო შესწორება: 8 ივნისი 2026

ბოლო დამატებულები

1ენის წაღება8 ივნისი 2026
2ენის წაგრძელება8 ივნისი 2026
3ენის წაგდება8 ივნისი 2026
4ენის ჩაწყვეტა8 ივნისი 2026
5ენის ჩავარდნა მუცელში8 ივნისი 2026
6ენის ჩავარდნა8 ივნისი 2026
7ენის მუცელში ჩავარდნა8 ივნისი 2026
8ენის ჩაგდება8 ივნისი 2026
9ენის შენახვა8 ივნისი 2026
10ენის შებრუნება8 ივნისი 2026
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9