1 2 3 4 5 6 7 8 9

წა წბ წე წვ წთ წი წმ წრ წუ წყ
წყა წყლ წყნ
შერჩეული ტერმინები: 19 გვერდი: 1 / 1
წყალ-ჯავარი
მარგალიტის თვალის ბრწყინვალება. გადატანით: მშვენიერება, ეშხი =20. წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი; ; 496 ; ; (ა) „მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მან მართალია:; (ბ) „თქვენსა [სრულად »»]
წყალი
ბრწყინვალება, ნათელი იხ. კომენტარი 107(ბ)
წყალშით
წყლიდან =40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა; ; 960; ; (ა) ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?; (ბ) ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!; (გ) სად წაიყვან [სრულად »»]
წყლად ევფრატსა
ევფრატივით (მესოპოტამიის დიდი მდინარეა) უხვ წყალს =30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა ; ; 677 ; ; (ა) იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა!; (ბ) პირსა იხოჭს, ვარდსა აპობს, ხელი [სრულად »»]
წყლიანთა
ენაწყლიანებმა, კარგმა შესახედავებმა, მოხდენილი და ლაღი თავდაჭერის მცოდნეებმა =57. თათბირი ტარიელისა; ; 1410 ; ; (ა) ტარიელ უთხრა: „მე თქვენი ვცან, გმირთა, მეტი გმირობა,; (ბ) თქვენსა [სრულად »»]
წყლიანი
ხალისიანი, გუნებიანი =2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა; ; 33 ; ; (ა) იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, ; (ბ) მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, ; (გ) მოსამართლე და [სრულად »»]
წყლიანმა
მომხიბლავმა, მშვენიერმა, მჭევრმეტყველმა =6. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა; ; ; 170; ; (ა) დაწერა, თუ: „ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ; (ბ) ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა [სრულად »»]
წყლიანნი
საამო საუბრისა და ქცევის მქონენი =30. ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა ; ; 677 ; ; (ა) იგი მუნით წამოსრული სევდამანცა განა მოკლა!; (ბ) პირსა იხოჭს, ვარდსა აპობს, ხელი მისი გაამხოკლა;; [სრულად »»]
წყლიანო
ენაწყლიანო =49. წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი; ; 1279; ; (ა) ფატმან სწერს: „აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,; (ბ) შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,; (გ) [სრულად »»]
წყლიანობა
ლაღობა, ენამჭევრობა, სასიამოვნო ქცევა და საუბარი
წყლით
წყლიდან =40. წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა; ; 960; ; (ა) ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა?; (ბ) ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!; (გ) სად წაიყვან [სრულად »»]
წყლულად მაჩნდა არ-ნაღებად
მეტყობოდა მსუბუქ, არა შემავალ და არა გამჭოლ ჭრილობად =18. ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი; ; 426; ; (ა) „დილასა შევჯე, ვუბრძანე: „ჰკარით ბუკსა და ნობასა!“ ; (ბ) სრულთა სპათასა ვერ [სრულად »»]
წყლულები
სულიერი ტკივილის აღმნიშვნელი მეტაფორა =58. ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა; 1436 ; ; (ა) ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი,; (ბ) შესთვალა: „მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით [სრულად »»]
წყლულთა მიაქიმდა
ჩემ ჭრილობებს ექიმად გაუხდა =24. ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა.; ; ; 523; ; (ა) „მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.; (ბ) ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი [სრულად »»]
წყლული
დაჭრილი =1. დასაწყისი ; 1; (ა) რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ; (ბ) ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ; (გ) ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, ; [სრულად »»]
წყლულნი
ჭრილობები =27. ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა ; ; 597 ; ; (ა) „ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი,; (ბ) ჰგვანდა, ქალაქს ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა [სრულად »»]
წყლულობა
დაჭრილობა, წყლული
წყლულსა
დაწყლულებულს =4. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა; ; 86; ; (ა) ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა, ; (ბ) შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა, ; (გ) [სრულად »»]
წყნარი
მშვიდი, უშფოთველი =2. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა; ; 33 ; ; (ა) იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, ; (ბ) მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, ; (გ) მოსამართლე და [სრულად »»]
"ვეფხისტყაოსნის" ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9