შერჩეული ტერმინები: 219 გვერდი: 1 / 11
ავანტურული რომანი
ისეთი ხასიათის რომანი, რომელშიც აღწერილია მთავარი გმირების სახიფათო თავგადასავალი. ავანტურული რომანის გმირს უხდება სახიფათო მოგზაურობა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, მისი [სრულად »»]
ავტობიოგრაფია
ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების აღწერა. ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, აგრეთვე, დღიურები, მოგონებანი და სხვ. ვრცელი ავტობიოგრაფიის აღსანიშნავად, ბიოგრაფიის პარალელურად, იხმარება აგრეთვე [სრულად »»]
აკადემიური მჭერმეტყველება
მჭერმეტყველების სახეობა, რომელშიც მოკლედ არის გამოთქმული ორატორის ძირითადი სათქმელი და მოცემულია მთავარი დებულების დამამტკიცებელი არგუმენტები. აკადემიურ მჭერმეტყველებას შედარებით უფრო [სრულად »»]
ალეგორია
(ALLOS) ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა საგნის ან მოვლენის გამოხატვას ემსახურება. „ალოს ეგოროვო” ბერძნულად ნიშნავს „სხვას ვამბობ, სხვას ვგულისხმობ”. [სრულად »»]
ალეგორიული სახე
ისეთი სახე, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომლის საშუალებითაც სხვა მოვლენა უნდა განვიცადოთ, ან წარმოვიდგინოთ. სიმბოლური მნიშვნელობისაა ვაჟა–ფშაველას პერსონაჟი – [სრულად »»]
ალიტერაცია
ერთი და იგივე ან დამსგავსებული თანხმოვანი ბგერების განმეორება. მაგ: ა) „შუბლთა შუქი შემოადგა, შაბაშ შვენის შენობაი...”–(ბესიკი). ბ) „სამშობლოს დროშის შრიალს შევხარი”-(გ. ლეონიძე). [სრულად »»]
ამფიბრაქი
სამი მარცვლისაგან შემდგარი ტერფი, რომელთაგან წინა და ბოლო მარცვალი უმახვილოა, შუა კი მახვილიანი. „ამფი” ბერძნულად ნიშნავს გარშემო, ორივე მხრივ; „ბრახუს” – მოკლე; „ამფიბრახუს” ორივე [სრულად »»]
ანაპესტი
სამი მარცვლისაგან შემდგარი ტერფი, რომელთაგან ორი წინა მარცვალი უმახვილოა და მესამე მახვილიანი. „ანაპესტოს” ბერძნულად ნიშნავს უკანდაცემულს. ლექსის თეორიაში იგულისხმება ისეთი ზომა, რომელიც [სრულად »»]
ანაფორა
გამეორების ერთ–ერთი სახეობა – სალექსო სტრიქონების ერთგვარად დაწყება. ლექსის თეორიაში ანაფორაში იგულისხმება ერთი და იგივე სიტყვის ან დამსგავსებული ბგერების გამეორება ტაეპები [სრულად »»]
ანტითეზისი
პოეტური სინტაქსის სახე, რომელშიაც დაპირისპირებულია ერთიმეორის საწინააღმდეგო ცნებები და სახეები. დაპირისპირების საშუალებით მოვლენა უფრო თვალსაჩინო და საგრძნობი ხდება. ანტითეზისის [სრულად »»]
ანტონიმი
ისეთი სიტყვა, რომელსაც სხვა სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს. („ანტი” – წინააღმდეგ, პირდაპირ, „ონომა” – სახელი, „ანტონიმი” – მოწინააღმდეგე, ანუ დაპირისპირებული სიტყვა). მაგ. [სრულად »»]
არაპირდაპირი დახასიათება
მოქმედი პირის დახასიათება მისი გარემოს აღწერის, ყოფაქცევის, გარეგნობისა და სხვა საშუალებით. ზოგიერთ შემთხვევაში ავტორი ნაწარმოების მოქმედი პირების დახასიათებას გვაძლევს არა [სრულად »»]
არქაიზმი
„არქი” ბერძნულად ნიშნავს დასაწყისს, ძველს; „არქაიზმოს”– სიძველეს. მოძველებული, ხმარებიდან გამოსულ სიტყვები, გამოთქმები ან გრამატიკული ფორმები. არქაული სიტყვებია, მაგალითად, „მუნ”, [სრულად »»]
ასონანსი
ერთი და იგივე ხმოვანი ბგერების განმეორება. მაგ: „დავეცი, დავბნდი, წამიხდა, ძალი მხართა და მკლავისა”. – (რუსთაველი). ასონანსი აძლიერებს შინაარსის გამომსახველობას. [სრულად »»]
აღწერა, აღწერითი თხზულება
საგნის ან მოვლენის დამახასიათებელი თვისებების ჩამოთვლა გარკვეული გეგმის მიხედვით. ყოველგვარი აღწერა რაიმე მიზანს ემსახურება და მას მიმართავენ იმდენად, რამდენადაც იგი საჭიროა ზემოაღნიშნულის [სრულად »»]
აშუღური
თერთმეტმარცვლიანი ლექსი, რომლის პირველი ორი ტერფი დაქტილურია, ხოლო მეორე ორი ტერფი კი ქორეული და დაქტილური, ან დაქტილური და ქორეული. მარცვალთა რაოდენობა აშუღურსა და წყობილს ერთგვარი აქვთ, [სრულად »»]
ახალი პოემა
პოემა, რომელშიც ყურადღება, ეროვნული საზოგადოების ნაცვლად, პიროვნებაზეა გადატანილი და გამოხატავს რომელიმე საინტერესო ეპიზოდს არა მთელი ერის, არამედ რომელიმე პიროვნების ცხოვრებიდან. [სრულად »»]
ახალი ტრაგედია
დრამატული ნაწარმოები შემდეგი მახასიათებლებით: ა) მთავარი გმირი აღარ წარმოადგენს უბრალო იარაღს ბედის ხელში. მისი დაღუპვა აღარ არის სავალდებულო; ბ) სავალდებულო აღარ არის გმირის [სრულად »»]
ბაიათი
შვიდმარცვლიანი ლექსი. ლექსთწყობაში ბაიათი ეწოდება ისეთ ლექსს,რომლის თითოეული ტაეპი შედგება ხუთი მარცვლისაგან. მაგ: „კინტო“, „კინტოს სიმღერა“ (ა. წერეთელი), „ძველ მოყვარეს“ (ი.ჭავჭავაძე). [სრულად »»]
ბალადა
(BALADE) ლირიკული ან ლირიკულ–ეპიკური შინაარსის მოკლე თხრობითი ხასიათის ლექსი. ტერმინი წარმოდგება ფრანგული სიტყვისაგან, რაც ნიშნავს ცეკვას. ბალადა შუა საუკუნეებში წარმოიშვა საფრანგეთში. [სრულად »»]
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9