შერჩეული ტერმინები: 220 გვერდი: 4 / 11
თავრითმები
ლექსის დასაწყისის შემთანხმებელი რითმები მაგ: „ახმეტელი ქალი ვიყავ, ახ, ნეტავი მეო...“ – (ხალხური) იხ. აგრეთვე: რითმა =გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X [სრულად »»]
თეთრი ლექსი
ურითმო ლექსი. მაგ: „რას მიყურებ აგრე გაკვირვებითა, ნუთუ სახე არ გინახავს მუშისა, მკერდი ღია, ოფლით გასვრილ, მტვრიანი, ფერით რკინა, კისერჩაჟანგებული. კაცი გულით, [სრულად »»]
თემა
საკითხი, მოვლენა, რის შესახებაც არის თხზულებაში ლაპარაკი. („თემა” ბერძნულად სიტყვა–სიტყვით ნიშნავს საკითხს, საგანს, ფუძეს, საძირკველს). მაგ: აკაკის „ჩონგურში” ლაპარაკია პოეზიის [სრულად »»]
თემატიკა
მხატვრული ნაწარმოების ცალკეული ნაწილების თემათა ჯგუფი ერთობის ძალის მნიშვნელობა „ვეფხისტყაოსნის” ძირითადი თემაა, ხოლო როსტევანის გამეფება, ტარიელის ნახვა, ნესტანის გატაცება, ქაჯეთის [სრულად »»]
იამბი
ორმარცვლიანი ტერფი, რომელთაგან პირველი უმახვილოა და მეორე მახვილიანი იამბოს ბერძნულად ნიშნავს სროლას, ტყორცნას, განმგმირავ ლექსს. მის წარმოშობას უკავშირებენ აგრეთვე ბერძენთა [სრულად »»]
იგავ–არაკი
მცირე ზომის ალეგორიული ფორმისა და დიდაქტიკური ხასიათის სიუჟეტიანი ნაწარმოები. მაგ: სულხან–საბა ორბელიანის არაკი „კუ და მორიელი”. „ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. [სრულად »»]
იდეა
მხატვრულ ნაწარმოებში განსახიერებული მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი პრინციპი . „იდეა” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ცნებას, წარმოდგენას, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის [სრულად »»]
იდილია
ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც ავტორი გვიხატავს ადამიანთა უბრალო, მშვიდობიან და კმაყოფილ ცხოვრებას. სახელწოდება „იდილია” წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს პატარა სურათს. ეს [სრულად »»]
ინვერსია
სიტყვათა თანმიმდევრობის შეცვლა წინადადებაში. ინვერსიის ან სიტყვათა გადაჯგუფების მხატვრული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხერხი მკითხველს ყურადღებას ამახვილებინებს საგნის ან [სრულად »»]
ინტერნაციონალური სიტყვები
უცხო ენიდან შემოსული სიტყვები: პაციფიზმი, ტრანსპორტი, ფლორა, ფაუნა, პარლამენტი, ასტრონომია, სტუდენტი, პროფესორი, არგუმენტი და სხვ. ◊ უცხო ენით დაწერილი, ან გამოთქმული [სრულად »»]
ირონია
დაცინვის მიზნით, შებრუნებული მნიშვნელობით აზრის გამოთქმა. ზოგჯერ, როდესაც მახინჯად გვეჩვენება, ან მიგვაჩნია რაიმე მოვლენა, დაცინვის გამოსახატავად ჩვენ ვამბობთ: „მშვენიერია”. როდესაც არ [სრულად »»]
ისტორიული რომანი
ისეთი ხასიათის რომანი, რომელიც გვიხატავს ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქას . მთავარი ყურადღება ექცევა ავტორის თვალსაზრისით საინტერესო წარსულის რომელიმე ეპიზოდის გამოსახვას. ისტორიულ [სრულად »»]
კაკოფონია
(„კაკოს”– ცუდი, „ფონოს”– ხმა, ბგერა) კეთილხმოვანების დარღვევა, ცუდხმოვანება გამოთქმის კეთილხმოვანებას ვნებს რამდენიმე ხმოვნისა ან თანხმოვნის დაჯგუფება. მაგ. „მკრტიჩიანი [სრულად »»]
კერძო აღწერა
კერძო აღწერას უწოდებენ ისეთ აღწერას, რომელიც გვაძლევს წარმოდგენას ერთ საგანზე, გვიხატავს ერთ მოვლენას. მაგ. პალიასტომის ტბის აღწერა ე. ნინოშვილის მოთხრობაში „პალიასტომის ტბა”, ან კიდევ [სრულად »»]
კვანძი
სიუჟეტში მოცემული მდგომარეობა, როცა ჩნდება და ერთმანეთში ინასკვება მიზანი და წინააღმდეგობა, წარმოიშობა კონფლიქტი, რაც, თავის მხრივ, დასაბამს აძლევს მოქმედების შემდგომ განვითარებას. [სრულად »»]
კვანძის გახსნა
ის ადგილი მხატვრულ ნაწარმოებში, რომელიც გვიხატავს კონფლიქტის დასრულებას და მის შემდგომ შექმნილ ვითარებას. „განდეგილში” ბერის შინაგანი ბრძოლა დამთავრდა განდეგილის სიკვდილით. ამ [სრულად »»]
კიბური რითმა
რითმა, რომელიც წარმოადგენს წინა ტაეპის დამამთავრებელი ბგერების შეერთებას მეორე ტაეპის დასაწყისთან ან პირველი ტაეპის დაბოლოებასთან. მაგ: „ღამემ მოვერცხლილ ძაფების გროვა, [სრულად »»]
კლასიციზმი
XVII-XVIII საუკუნეებში გაბატონებული მიმართულება, რომელთა მიმდევრები ძველი კლასიკოსი მწერლების ნაწერებს უმაღლესი და სრულქმნილი ხელოვნების ნიმუშად თვლიდნენ და ბაძავდნენ მათ. [სრულად »»]
კლაუზულა
სალექსო სტრიქონის დამთავრებული ნაწილი, საიდანაც რითმა იწყება. კლაუზულა ლათინურად ნიშნავს დასკვნას, დამთავრებას. კლაუზულა ლექსის ტაეპის უკანასკნელი მახვილიანი მარცვალია. მაგ: [სრულად »»]
კომედია
კომედია ისეთი სასცენო ნაწარმოებია, რომელიც სასაცილო ფორმებში გვიხატავს ადამიანის უარყოფით მხარეებს და რომლის გმირებიც აწარმოებენ ბრძოლას უმნიშვნელო დაბრკოლებებთან. კომედიის მიზანია, [სრულად »»]
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9