შერჩეული ტერმინები: 219 გვერდი: 6 / 11
მდიდარი რითმა
რითმა, რომელსაც უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერებიც ერთნაირი ან დამსგავსებული აქვს. უკანასკნელი მახვილიანი ხმოვნის წინამავალი ბგერები ერთნაირია: „გზა სიარულმა დალია, სიპი ქვა [სრულად »»]
მეტაფორა
(Metaphora) სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს და ემყარება მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას. ჩვენ ვამბობთ – „ბუნებამ გაიღვიძა”, რადგან მსგავსებას ვპოულობთ ბუნებასა და [სრულად »»]
მეტონიმია
ტროპი, რომელშიც მოვლენის ან საგნის სახელი სხვა სახელით არის შეცვლილი ურთიერთკავშირის ნიადაგზე („მეტონიმია” ბერძნულად სახელის გამოცვლას, ანუ გადასახელებას ნიშნავს). მაგ. „რუსთაველს [სრულად »»]
მეტრული ლექსთწყობა
მოკლე და გრძელ ხმოვნებზე დამყარებულ ლექსთწყობა. მეტრი ბერძნული სიტყვაა („მეტრონ”) და ზომას ნიშნავს. მეტრული ლექსთწყობაც ძირითადად ძველბერძნულ და რომაულ ლიტერატურაში იყო გავრცელებული. [სრულად »»]
მითი
ფანტასტიკური შინაარსის ზეპირი მოთხრობა, რომელიც მხატვრულ ფორმებში გადმოგვცემს საზოგადოებრივი ცხოვრების, ან ბუნების ამა თუ იმ მოვლენას. „მითოს” ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს [სრულად »»]
მიმიკა
აზრის ან შთაბეჭდილების გამოხატვას სხეულის კუნთების მოძრაობის საშუალებით, მიმიკა ეწოდება. მსახიობის თამაშს, ლაპარაკთან ერთად, მოქმედებაც ახასიათებს. მსახიობის მოქმედება წარმოებს [სრულად »»]
მისასალმებელი მჭერმეტყველება
საორატორო პროზის სახე, რომელიც მიზნად ისახავს საზეიმო მდგომარეობის შესაფერისი განწყობილების შექმნას. მას იყენებენ რომელიმე ორგანიზაციის წევრთა ყრილობის, რაიმე მნიშვნელოვანი [სრულად »»]
მოთხრობა
ეპოსის ისეთი სახე, რომელშიც ვრცლად არის მოთხრობილი ერთი ამბავი. მაგ. „სამანიშვილის დედინაცვალში” . ვრცლად არის ასახული ბეკინა სამანიშვილის მეორედ დაქორწინების ამბავი [სრულად »»]
მოთხრობითი თხზულება
ისეთი პროზა, რომელშიც სინამდვილეში მომხდარი რაიმე ამბავი არის გადმოცემული. იგი ახლოს არის აღწერასთან და უკანასკნელისაგან განსხვავდება იმით, რომ აღწერაში ჩვენ გვექმნება წარმოდგენა [სრულად »»]
მონოლოგი
სცენიურ პრაქტიკაში მონოლოგს უწოდებენ იმ სიტყვას, რომელიც საკმაოდ ვრცლად წარმოითქმება აზრის განვითარების მიზნით ერთი პიროვნების მიერ, მიუხედავად იმისა, ესწრებიან თუ არა სხვა პერსონაჟები [სრულად »»]
მოტივი
(movere) მოვლენის, მოქმედების, საქციელის გამომწვევ მიზეზი („მოტივი” ლათინურად ნიშნავს მოძრაობას). მხატვრული ნაწარმოების ცალკეული ეპიზოდი გვეხმარება სხვა ეპიზოდებში ასახული მოვლენების [სრულად »»]
მრჩობლედი
მოსაზღვრე რითმით შეწყობილი წყვილი ტაეპისაგან შედგენილი ლექსი. მაგ: „კვლავ მოშუშდა იარა, კვლავ სოფელი აქ არი. ქარმა გადაიარა, აღსდგა ნაქალაქარი. მოდიან და მოდიან [სრულად »»]
მუხამბაზი
ხუთტაეპიანი სტროფი (ხანა). პირველი სტროფის ხუთივე ტაეპი ატარებს ერთ რითმას და იგივე რითმა შემდეგ დანარჩენი სტროფების ბოლო ტაეპებში მეორდება. პირველი სტროფის მომდევნო სტროფების [სრულად »»]
მუხლი
სალექსო სტრიქონის ნაწილად გაერთიანებული ტერფთა ჯგუფი. როდესაც ტაეპი საკმაოდ გრძელია, მის ბოლომდე წარმოსათქმელად საჭიროა მცირე შესვენება. ამ მიზნით, რამდენიმე ტერფის წაკითხვის შემდეგ [სრულად »»]
მხატვრული ნარკვევი
საზოგადოებრივი მნიშვნელობის ცალკეულ მოვლენათა მხატვრული აღწერა. მასში გამოგონილის ნაცვლად გარკვეული ფაქტი არის აღწერილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნარკვევის ავტორი გვაძლევს არა ფაქტების [სრულად »»]
მხატვრული სტილი
ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსისა და მის გამომხატველ მრავალსახოვან ფორმათა მთლიანობა. ლიტერატურული სტილი თხზულების იდეურ–მხატვრული თავისებურებაა. „სტილოს” ბერძნულად [სრულად »»]
მხატვრული შედარება
ტროპის ისეთი სახეობა, რომელშიც უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით ერთი საგანი ან მოვლენა შეფარდებულია სხვა, უფრო ნაცნობ მოვლენასთან. იგი ტროპის უძველესი სახეობაა, რადგან ერთი საგნის თვისების [სრულად »»]
ნატურალიზმი
(NATURA) ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ხელოვნებასა და ლიტერატურაში ანტირეალისტურ მეთოდს იყენებს. მისთვის დამახასიათებელია მხატვრული განზოგადების შეუფასებლობა. იგი ცდილობს ცხოვრების [სრულად »»]
ნეკროლოგი
მოკლე ბიოგრაფია რომელიც დაწერილია ამა თუ იმ პიროვნების გარდაცვალებასთან დაკავშირებით („ნეკროს”– ბერძნულად მიცვალებული, „ლოგოს” – სიტყვა, აზრი) იხ. აგრეთვე: ბიოგრაფია =გაჩეჩილაძე, [სრულად »»]
ნეოლოგიზმი
ახლად გაჩენილი სიტყვები ან გამოთქმები (ბერძნულად „ნეოს” - ახალი; „ლოგოს” – სიტყვა). ასეთი სიტყვებია „თვითმფრინავი”, „ელმავალი”, „კოსმონავტი” , „კოსმოდრომი” და ა.შ. [სრულად »»]
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9