ევ ელ ეპ ექ
შერჩეული ტერმინები: 14 გვერდი: 1 / 1
ევფემიზმი
ისეთი ტროპი, რომელშიც ზოგიერთი მოვლენა პირდაპირი დასახელების ნაცვლად შერბილებულად არის გამოსახული. ევფემიზმი ვულგარიზმის საწინააღმდეგო ცნებაა. ჩვეულებრივ ვამბობთ – „დაჯექი”. ამავე [სრულად »»]
ევფონიზმი
გამოთქმის კეთილხმოვანება – სიტყვაში ბგერათა ისეთი შემადგენლობა, ხმოვანთა და თანხმოვანთა ისეთი კომბინაცია, რომელიც ქმნის კეთილხმოვანებას (ბერძ.„ევ”– კარგი, სასიამოვნო, „ფონოს”– ხმა). [სრულად »»]
ელეგია
სევდის გამომხატველი ლირიკული ლექსი. ტერმინი „ელეგოს” ბერძნულად ნიშნავს მწუხარე, ანუ სამგლოვიარო სიმღერას. ეს სიტყვა ბერძნებმა მცირე აზიაში მცხოვრები ხალხებისაგან შეითვისეს. ეს [სრულად »»]
ელიპსისი
აზრის მოკლედ გამოთქმა სიტყვების გამოტოვების საშუალებით. „ელიპსისი” ბერძნულად გამოტოვებას ნიშნავს. „ცხენი – აღმართში”(ხალხური). ამ მაგალითში გამოტოვებულია სიტყვა „გამოდგება“. მის [სრულად »»]
ეპიგრამა
მოკლე სატირულ ლექსი, რომელიც მიმართულია რომელიმე პიროვნების, საზოგადოებრივი წრის, ჯგუფის ან დაწესებულების წინააღმდეგ. ეპიგრამა პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც „დაწერილი” („ეპი” – [სრულად »»]
ეპიგრაფი
ნაწარმოების, ან მისი ცალკეული თავის წინ წამძღვარებულ ციტატა, ფრაზა რომელიც ერთგვარად ახასიათებს ნაწარმოების ძირითად იდეას . ეპიგრაფად გვევლინება მოთხრობის, პოემის, ან საერთოდ [სრულად »»]
ეპიზოდი
მხატვრული ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ქვეთემაა განვითარებული, აღწერილია მომხდარი ამბის ცალკეული შემთხვევა. მთავარი თემის განვითარების მიზნით მხატვრული ნაწარმოები დაყოფილია ცალკეულ [სრულად »»]
ეპითეტი
მსაზღვრელი სიტყვა, რომელიც დაერთვის საგანს ან მოვლენას და ხაზს უსვამს მის დამახასიათებელ თვისებას. იმისათვის, რომ ყველა ზედსართავი ან ყოველგვარი განსაზღვრება არ მივიჩნიოთ ეპითეტად, [სრულად »»]
ეპიკური სახე
ისეთი სახე, რომელსაც მწერალი თხრობის საშუალებით გვიხატავს.(იხ. ეპოსი) ლირიკული და დრამატული სახეებიც ეპიკურის პარალელურად იხმარება. იხ. აგრეთვე: ალეგორიული სახე, ელეგია [სრულად »»]
ეპილოგი
ნაწარმოების ის ნაწილი, რომელშიც ავტორი მოგვითხრობს მოქმედი პირების თავგადასავალს კვანძის გახსნიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ, ან გვიხატავს საინტერესო ეპიზოდს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი [სრულად »»]
ეპიტაფია
საფლავის ქვაზე მინაწერი ლექსი ან მხატვრული აფორიზმი, რომელიც დაკავშირებულია მიცვალებულის ცხოვრებასთან ან მის სახელთან. „ეპიტაფიოს” ბერძნულად ნიშნავს კუბოზე ან საფლავის ქვაზე მინაწერს. [სრულად »»]
ეპიფორა
ტაეპების ერთგვარად დამთავრება. ეპიფორა არაზუსტი რითმის სახეობაა და მასში იგულისხმება დამსგავსებული ბგერების გამეორება სიტყვის ბოლოში. მაგ: „უჰ, რა ხანი გასულა, არ ჩანს ღამე [სრულად »»]
ეპოსი
ლიტერატურის ჟანრი, რომელშიც ავტორი აგვიწერს მისი პიროვნების გარეშე არსებულ სამყაროს ისე, რომ არ ამჟღავნებს უშუალოდ თავის პირად განწყობილებას. მასში მწერლის პოზიცია დაფარულია. [სრულად »»]
ექსპოზიცია
(exponere) ლიტერატურული ნაწარმოების ნაწილი, რომელშიც აღწერილია ძირითადი მოქმედების წინარე ვითარება, აღწერილია ის პირობები, რომელშიც იწყება მოთხრობის ძირითადი ამბავი (ლათინურად ეს სიტყვა [სრულად »»]
სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9