A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

შერჩეული ტერმინები: 3,036 გვერდი: 129 / 152
ტენარე
ტენარე ლაკონიკის კონცხს ეწოდებოდა. ძველი ბერძნების წარმოდგენით აქ იყო ღმერთი პოსეიდონის გამოქვაბული, საიდანაც ჰადესში (საიქიოს სამეფოში) შეიძლებოდა ჩასვლა. ათენის ლეგენდარული მეფე თეზევსი და [სრულად »»]
ტენდენცია
(Tendenz; tendo – მივისწრაფი) 1. რისამე განვითარების მიმართულება; მისწრაფება, მიდრეკილება რაიმესადმი. 2. დედააზრი, იდეა, რომელიც საფუძვლად უდევს რაიმე მხატვრულ ან მეცნიერულ ნაწარმოებს. [სრულად »»]
ტენდენციური
ტენდენციით გამსჭვალული; ცალმხრივი, მიკერძოებითი. იხ. აგრეთვე: ტენდენცია =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. [სრულად »»]
ტენორი
(tenore) 1. მამაკაცის მაღალი ხმა. დიაპაზონი დო1-ლა2. არსებობს ლირიკული და დრამატული ტ-ები. ლირ. ტ-თვის დამახასიათებელია ხავერდოვანი ტემბრი, მღერადი მელოდიის გადმოცემის უნარი და მოქნილობა. [სრულად »»]
ტერიტორია
(territorium) გარკვეულ საზღვრებში მოქცეული მიწის სივრცე. იხ. აგრეთვე: ტერიტორიული =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - [სრულად »»]
ტერიტორიული
ტერიტორიასთან დაკავშირებული. =ტერიტორიული წყლები - ზღვის ან ოკეანის ზოლი ნაპირის გაყოლებაზე, რომელიც შედის სანაპირო სახელმწიფოს შემადგენლობაში. იხ. აგრეთვე: ტერიტორია =ჭაბაშვილი, [სრულად »»]
ტერმინალი
(terminal; terminalis – საბოლოო) 1. კომპიუტერის (ეგმ) მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ინფორმაციის შეტანისა და მისი დამუშავების შემდგომ, გამოტანის უზრუნველყოფა; 2. კონტეინერული და [სრულად »»]
ტერმინალური
(terminalis – დასასრულის მომასწავებელი) ბოლო, საბოლოო. ტერმინალური მდგომარეობა - სიცოცხლის უკანასკნელი სტადია, სასაზღვრო მდგომარეობა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. იხ. აგრეთვე: [სრულად »»]
ტერმინი
სიტყვა ან შესიტყვება, რომელთაც ზუსტად აღინიშნება მეცნიერებაში, ტექნიკასა და ხელოვნებაში გარკვეული ცნება. იხ. აგრეთვე: ტერმინოლოგია, ინვერსია, მეხუთე კოლონა =საგამომცემლო [სრულად »»]
ტერმინოლოგია
(terminus – ზღვარი, საზღვარი,; logos – მოძღვრება) მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების და ა.შ. რაიმე სფეროში გამოყენებული ტერმინების ერთობლიობა. იხ. აგრეთვე: ტერმინი, სტანდარტი =გოგიჩაძე [სრულად »»]
ტერორიზმი
სოციალურ-პოლიტიკური ბრძოლის ფორმა, მეთოდი, რომელიც სისტემატური ძალადობით (მკვლელობის ჩათვლით) ან მისი გამოყენების მუქარით ხორციელდება და მიზნად ისახავს პოლიტიკური ან სხვა სახის [სრულად »»]
ტერორისტული აქტი
(act of terrorism; terreur; terror – შიში, საშინელება) აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის [სრულად »»]
ტესტი
(test – გამოცდა, გამოკვლევა.) 1. ფსიქ. სტანდარტული ფორმის მოკლე ამოცანა, რომელსაც აძლევენ ცდისპირს მისი გონებრივი განვითარების, მიდრეკილებათა და პიროვნების სხვა მხარეების გამოსავლენად. 2. [სრულად »»]
ტექნიკა
(technē – ოსტატობა, ხელოვნება) 1. შრომის იმ იარაღებისა და საშუალებათა ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ საზოგადოებრივ წარმოებაში. 2. მანქანების, მექანიკური იარაღებისა და მოწყობილობათა [სრულად »»]
ტექნიკური დახმარება
საწვრთნელი და საკონსულტაციო დახმარება, რომლის მიზანია, აამაღლოს დახმარების ობიექტის ეფექტიანობა და საქმიანობის ხარისხი (Democracy at the level T.D Sisk. IDEA.2001). იხ. აგრეთვე: [სრულად »»]
ტექნოლოგია
(technē – ოსტატობა, ხელობა, ხელოვნება და logos – მოძღვრება) 1. მეცნიერება ნედლეულის, ნაკეთობათა, ნახევარფაბრიკატების დამუშავების ფიზიკური, ქიმიური და სხვა ხერხების შესახებ. 2. ერთობლიობა [სრულად »»]
ტექსტი
(textum – კავშირი) 1. რისამე შინაარსი, ჩამოყალიბებული წერილობით; დაწერილი ან დაბეჭდილი თხზულება, ოფიციალური დოკუმენტი და სხვ. მაგ., პიესის ტექსტი, ბრძანების ტექსტი. დეპეშის ტექსტი. 2. [სრულად »»]
ტექტონიკური
1. ის, რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციასთან.2.რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის აგებულებასა და განვითარებასთან. =უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [სრულად »»]
ტეხასმოტრი (ბარბარიზმი)
(технический осмотр) ტექნიკური დათვალიერება, ტექნიკური შემოწმება იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი =ბარბარიზმების ლექსიკონი ტეხასმოტრი (ბარბარიზმი)
ტიორკა (ბარბარიზმი)
(тёрка) სახეხელა იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი =ბარბარიზმების ლექსიკონი ტიორკა (ბარბარიზმი)
ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9