A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

შერჩეული ტერმინები: 3,036 გვერდი: 98 / 152
ოდისეა
ჰომეროსის დაწერილი 24 სიმღერისაგან შემდგარი ეპიკური პოემა, ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში, რომელშიც აღწერილია ოდისევსის ხიფათიანი თავგადასავალი ტროიდან ითაკაში. 1-ლი [სრულად »»]
ოდისევსი
კუნძულ ითაკას მითოსური მეფე. ლაერტესის (ზოგი ვერსიით, სისიფოსის) და ანტიკლეას ვაჟი. ჰომეროსის პოემათა გმირი. რომაულ სამყაროში მას ულიქსესი (ულისე) უწოდეს. ოდისევსი ბერძენ გმირთაგან [სრულად »»]
ოთხში ამოღება
დაუზოგავად ცემა, ჯავრის ამოყრა, შავი დღის დაყრა; გაუჭრელად გატყავება, მთლიანად ტყავის გაძრობა იხ. აგრეთვე: იდიომი =მე პატარა ქართველი ვარ ო
ოკუპაცია
(occupare – დაკავება, დაპყრობა, დაუფლება; occupation; okkupation) 1. სხვისი კუთვნილი ტერიტორიის სამხედრო ძალის გამოყენებით დაპყრობა; 2. სამოქალაქო მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის [სრულად »»]
ოლიმპი
(Olympos) ღმერთების კრებული - საბერძნეთის იმ მთის სახელწოდებიდან, რომელიც მითოლოგიის მიხედვით – ღმერთების სამყოფელი იყო იხ. აგრეთვე: ეფიალტე, ოტოსი =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა [სრულად »»]
ოლიმპიური თამაშები
ძვ. საბერძნ. ზევსის პატივსაცემი სახალხო დღესასწაული, რომლის დროსაც ეწყობოდა შეჯიბრება სირბილში, ხტომაში, ბადროს და შუბის ტყორცნაში და სხვ.; იმართებოდა ოთხ წელიწადში ერთხელ ქალაქ ოლიმპიის [სრულად »»]
ოლიმპოსი
პლუტარქეს ცნობით მარსიას მოწაფე, ფრიგიელი მუსიკოსი, ვინც პირველმა გააცნო ელინებს ჰარმონიის წესები. იხ. აგრეთვე: ნადიმი, მარსია, პლუტარქე (დახ. 50-125) =ნადიმი / პლატონი ; ძველი ბერძ. [სრულად »»]
ომბუდსმენი
შვედური სიტყვაა და ,,ინტერესების დამცველს” ნიშნავს. მისი ძირითადი დანიშნულება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის მიზნით [სრულად »»]
ომონიმი
(homōnymos) სიტყვა, რომელიც ბგერითი შემადგენლობით ემთხვევა სხვა სიტყვას, ხოლო მნიშვნელობითა და წარმოშობით განსხვავდება მისგან (მაგ., ბალი – მცენარე, ხილი; ბალი – ციფრობრივი აღნიშვნა რისამე; [სრულად »»]
ონორე დე ბალზაკი 1799-1850 წწ.)
ონორე დე ბალზაკი დაიბადა 1799 წლის 20 მაისს ქალაქ ტურში. მისი მამა, ბერნარდ ფრანსუა ბალსა გლეხი იყო, მაგრამ მოახერხა გვარი ბალსა შეეცვალა უფრო კეთილშობილი გვარით - ბალზაკით. 51 წლის ასაკში [სრულად »»]
ოპერა
1. თეატრში შესასრულებლად განკუთვნილი მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, რომელშიც ინსტრუმენტული მუსიკა შეხამებულია ვოკალურთან; 2. ასეთი ნაწარმოების თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც მონაწილენი [სრულად »»]
ოპერაცია
(operatio – მოქმედება) 1. ქირურგიული ჩარევა ზოგი დაავადების ან ჭრილობის სამკურნალოდ. 2. საომარ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც გაერთიანებულია ერთი მიზნით, ერთი ამოცანით. 3. საფინანსო, [სრულად »»]
ოპერეტა
(operetta) 1. კომედიის ხასიათის მუსიკალურ-სცენური ნაწარმოები, რომელშიც სიმღერები, ცეკვები და ლაპარაკი ენაცვლება ერთმანეთს; 2. ასეთი ნაწარმოების თეატრალური წარმოდგენა. იხ. აგრეთვე: [სრულად »»]
ოპოზიცია
(opposition; opposition; opposition; oppositio დაპირისპირება, შეკამათება, შედავება) 1. საზოგადოების შიგნით მეტ-ნაკლებად ორგანიზებული ხალხის ჯგუფი, სოციალური ჯგუფები, პარტიები ან [სრულად »»]
ოპტიკა
(optike – მეცნიერება მხედველობაზე) 1.ფიზიკის დარგი, რომელიც სწავლობს სინათლის მოვლენას და თვისებებს. 2. ხელსაწყოები, რომელთა მოქმედება ეყრდნობა სინათლის არეკვლისა და გარდატეხის კანონებს. [სრულად »»]
ოპტიმალური
(optimus) "საუკეთესო" ყველაზე ხელსაყრელი, ყველაზე უფრო შესაფერი, საუკეთესო. =ოპტიმალური პირობები; ოპტიმალური ვადა. =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [სრულად »»]
ოპუსი
(опус) ცალკეული მუსიკალური ნაწარმოები ან რამდენიმე ნაწარმოების ერთობლიობა, რომელსაც კომპოზიტორის მიერ გარკვეული რიგითი ნომერი აქვს მიკუთვნებული. საერთოდ, ყოველგვარი თხზულება, [სრულად »»]
ორაკული
ბერძენთა რწმენით, ორაკული ღვთაებისა და ადამიანის ურთიერთობის ერთ-ერთი გამოვლინება იყო. ორაკული ეწოდებოდა როგორც თავად მისნობას, ასევე იმ ადგილს, სადაც წინასწარმეტყველებდა მისანი. დელფოში [სრულად »»]
ორატორი
(orator) 1. პირი, რომელიც საჯაროდ წარმოთქვამს სიტყვას. 2. ადამიანი, რომელსაც ეხერხება საჯაროდ სიტყვების წარმოთქმა; მჭევრმეტყველი. იხ. აგრეთვე: რიტორი =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო [სრულად »»]
ორატორია
(oratorio) დრამატული სიუჟეტის მქონე მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც დაწერილია გუნდისა, სოლისტ-მომღერლებისა და ორკესტრისათვის და განკუთვნილია საკონცერტო შესრულებისათვის იხ. აგრეთვე: [სრულად »»]
ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9