A B D E F H I L O P T V W X Y

ია იგ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ ირ ის იტ იუ იქ იშ
შერჩეული ტერმინები: 98 გვერდი: 1 / 5
იაგუნდი
მინერალთა გარკვეული ჯგუფის ზოგადი სახელწოდებაა. ზოგჯერ იაგუნდის ქვეშ საერთოდ, ძვირფასი ქვები იგულისხმებოდა. =ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965. =წყარო: ქართული მატერიალური [სრულად »»]
იაზონი
გმირი, არგონავტების წინამძღოლი. ქართა ღვთაება ეოლოსის ჩამომავალი, ესონის ძე. იასონი თესალიელი გმირია, იოლკოსის მეფის, ესონის ვაჟიშვილი. ესონს ჰყავდა ნახევარძმა, პოსეიდონის ძე პელიასი, [სრულად »»]
იამბი
(iambos) 1. ანტიკურ ლექსთწყობაში: ორმარცვლიანი მუხლი, რომლის პირველი მარცვალი მოკლეა, მეორე - გრძელი. 2. მოგვიანო ხანის (კერძოდ რუსულ ) ლექსთწყობაში: ორმარცვლიანი მუხლი, რომლის მეორე [სრულად »»]
იარლიყი
(yärlik – ბრძანება) 1. საქონელზე დაკრული ფურცელი,რომელზეც აღნიშნულია სახელწოდება, რაოდენობა, ფასი და სხვ.; ეტიკეტი. 2. ისტ. მონღოლთა სახანოებში: ხანის წერილობითი ბრძანება; სიგელი. იხ. [სრულად »»]
იაშვილი პაოლო (1894-1937)
დაბადების ადგილი: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი გამოღმა არგვეთი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1911 წელს პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპის კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს იგი პარიზში [სრულად »»]
იახსარი
სხვა ღვთისშვილთა შორის გამორჩეული ყოფილა ღონით, გამბედაობით და ჭიდაობითაც. ისიც, სხვა ღვთისშვილთა მსგავსად, ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და მაცილებთან მებრძოლ ღვთაებაა. [სრულად »»]
იგიგის ღმერთები
ძირითადი, პირველხარისხოვანი ღმერთები იხ. აგრეთვე: გილგამეშის ეპოსი =ვიკიპედია გილგამეშის ეპოსი
იდეა
(idea – წარმოდგენა, ცნება) 1. ცნება, წარმოდგენა, რომელიც ასახავს სინამდვილეს ადამიანის ცნობიერებაში და გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმი. 2. მსოფლმხედველობის ძირითადი, [სრულად »»]
იდეალი
(< idea; idéal – წარმოდგენა, ცნება) 1. ადამიანის მისწრაფებათა და მოღვაწეობის საბოლოო მიზანი. 2. რისამე სრულყოფის განსახიერება. =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / [სრულად »»]
იდეალური
1. მხოლოდ იდეებში, შემეცნებაში, წარმოდგენაში არსებული; განყენებული. 2. იდეალის შესაბამისი; ამაღლებული, არამიწიერი. 3. საუკეთესო, სამაგალითო, სრულყოფილი. იხ. აგრეთვე: კონცეპტი [სრულად »»]
იდენტური
(identicus) მსგავსი, ერთნაირი; იგივეობრივი. იხ. აგრეთვე: ფემინიზმი =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და [სრულად »»]
იდეოლოგია
(idea და logos – ცნება, იდეა და მოძღვრება) გარკვეული კლასის, პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ჯგუფის და მისთ. იდეათა, შეხედულებათა სისტემა, რაც ვლინდება საზოგადოებრივი ცნობიერების [სრულად »»]
იდილია
(idylle; eidyllion) მშვიდობიანი, ბედნიერი არსებობა; იდეალიზებული, აუღელვებელი ცხოვრება ბუნების წიაღში. =მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ [სრულად »»]
იდიომი
ტერმინი იდიომი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან idiôma, რაც „თავისებურებას“ ნიშნავს. იდიომი არ შეიძლება იყოს ცალკე აღებული სიტყვა, ის შეიცავს ორ კომპონენტს მაინც. იდიომი არის ამა თუ იმ ენის [სრულად »»]
იდმონი
ქალაქის მფარველი ღვთაება =აპოლონ-ფებემ ბეოტიელებს და ნისელებს უბრძანა, რომ თაყვანი ეცათ იდმონისათვის, როგორც ქალაქის მფარველი ღვთაებისათვის და მისი საფლავის გარშემო ქალაქი აეშენებინათ; [სრულად »»]
იეიე
აპოლონ-ფებეს ლამაზი ჰიმნი =აპოლონის ეპითეტია, ნიშნავს ისრის მსროლელს. იეიეს შეძახილი აპოლონის სადიდებელი სიმღერის რეფრენი იყო სინონიმი: იეპეანი იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, არგონავტიკა - [სრულად »»]
იეპეანი
პეანი აპოლონის სადიდებელი სიმღერა იყო, რომელსაც თან ახლდა შეძახილი აპ. როდოსელის სქოლიასტის მიხედვით იეპეანი ნიშნავს მხსნელს და ამიტომ აპოლონ ღმერთის ეპითეტად იხმარება იხ. აგრეთვე: [სრულად »»]
იერარქია
მთელის ნაწილების გაშლა ზომოდან ქვემოთ მიმავალი რიგით. ტერმინი პირველად გამოიყენებოდა ქრისტიანული ეკლესიის ორგანიზაციის დასახასიათებლად. თანამედროვე ლიტერატურაში ტერმინი იმავე მნიშვნელობით [სრულად »»]
ივენთი (ბარბარიზმი)
(event) ღონისძიება, შეკრება, თავყრილობა. =ღონისძიებათა მენეჯერი. კონცერტი. ღონისძიების დაგეგმვა. იხ. აგრეთვე: ბარბარიზმი =ბარბარიზმების ლექსიკონი ივენთი (ბარბარიზმი)
იზოგრაფია
(isos და graphō – თანაბარი და ვწერ) 1. ვისიმე ნაწერის, ხელნაწერის ზუსტი გადაღება; 2. მოძვ. ხატების მხატვრობა; ხატწერა. იხ. აგრეთვე: კულტურა =ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა [სრულად »»]
ციფრული უნივერსალური სასკოლო ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9