ია იბ იგ იდ იე ივ იზ ით იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იფ იქ იყ იწ იხ
შერჩეული ტერმინები: 60 გვერდი: 1 / 3
იათუღი
ვერცხლის ჭურჭელია
იბემდი
იბამდი
იგ მარგალიტი
ლაპარაკია ცათა სასუფეველზე
იგავი
გადატანითი აზრით ნათქვამი ◊ სიმბოლო, მიმანიშნებელი საგანი
იგავის ხის მრგველი
იგულისხმება ქრისტე და მისი იგავი კეთილი მწყემსისა, რომელიც სიცოცხლის დამდებია სამწყსოსთვის
იგვრდივად
გვერდიდან
იდგა ფსონათა
ცხოვრობდა საერთო ხარჯით
იდუმალთ
საიდუმლოს
იესე
ბიბლიური დავით წინასწარმეტყველის მამა
იესე მეფის
იგულისხმება: ვახტანგის ძმის, იესეს
ივარჯიშა
შეძლო, გაბედა. იგულისხმება: ჯერ შაჰობის, მერე სახელის ხსენება მხოლოდ მემკვიდრეობით შაჰთა უფლებაა
ივასხე
სესხად მიიღე
ივეზირეს
ითათბირეს
იზიდევდა
ისწრაფოდა
იზრდების
საზრდოობს
ითვალტვინოს
თვალები და ტვინი ამოჰკორტნოს
ითვისტომა
მიითვისტომა, შეითვისა
ითნია
ირჩია (ლაპარაკია იესო ქრისტეზე)
ითნიე
მოიწონე, მიიღე
იკითხის
კითხულობდა ხოლმე ზედიზედ
"დავითიანის" ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9