თა თბ თე თვ თი თნ თო თუ თქ თხ
თავ თათ თან თარ თაღ
შერჩეული ტერმინები: 21 გვერდი: 1 / 2
თავად
უმისოდაც ხომ
თავიანთ ნება ვამყოფე
თავისი ნება შევასრულებინე, თავის ნებაზე სამოქმედოდ მივუშვი
თავის თხოვნით
იგულისხმება ახალი აღთქმის ეპიზოდი: ჰეროდიამ თავისი ქალიშვილი სალომე აცეკვა (ათამაშა) და მისი პირით ქმარს, მეფე ჰეროდეს, დაპატიმრებული იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთა მოათხოვნინა
თავისსა
იგულისხმება: მათს
თავისწინა
თავისთვის, მარტო
თავს დამარქო
თავს დამახურო (ანუ მიწა დამაყარო)
თავს ირჭვამს
თავს იდებს
თავსა არ იდებთ
თქვენს მოვალეობად არ მიიჩნევთ
თათუხი
თავთუხი, საუკეთესო ხორბალი
თანამდებთა
ავტორს ეს სიტყვა არასწორად აქვს გაგებული, როგორც „ვალი”“ სინამდვილეში იგი ნიშნავს „მოვალეს”“. ვალს ჰქვია „თანანადები”
თანამდებსა
ვალს
თანამძრახველი
თანამოსაუბრე
თანგამზრახისა
თანამოსაუბრის. იგულისხმება: საბჭოს წევრთა
თარაქამა
მომთაბარე თურქი
თარგმანსა
განმარტებას
თარგმნე
ამოიცანი, გაიგე
თარგმნისა
განმარტებისა, ახსნისა
თარეში
მარბიელი ჯარი
თარჯ-თომარი
თარჯი გვირგვინია, თომარი - თვლებით მორთული ფრთა, თავსაბურავში გასაყრელი
თარჯ-ტომრიან-ჯიღოანნი
თარჯი გვირგვინია, თომარი და ჯიღა - გვირგვინში ან თავსამკაულში გაყრილი ფრთა, რომელსაც წარჩინებულნი ატარებენ
"დავითიანის" ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9