შერჩეული ტერმინები: 5,233 გვერდი: 132 / 262
მიქცეულ-ი:ძილად მიქცეული
დაძინებული =„გილოცავთ ახალსა წელსა თქვენ მიქცეველნო ძილაღა“ („საახალწლო სიმღერა“, ახალწელია). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
მიყრი-ს
რბენით მიიყვანს (ბევრს). =„შენი ძნა-თივა ვიცოდი, თავად მიეყარე ირმები“ („ნადირთა პატრონი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
მიყუდ-მოყუდება
„კარიკარ სიარული სამთხოვარაოდ“ (ვაჟა). =„მოვრჩებით ჭირით ყოფნასა, სიტიტვლესა შიმშილ-წყურვილსა, მიყუდ-მოყუდებასა“. („ხევსურები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
მიშველეობით:მიშველეობით იძახის
იხ. აგრეთვე: იძახებს =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
მიჩნდ-ა
მიმაჩნდა, მეჩვენებოდა. =ვიცნობდი, მინამ სცოცხლობდა, მის სახე მიაჩნდა ხატადა („ხმა მესმის...“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
მიჩნეულ-ი
მიჩენილი, დანიშნული. =მრიგეებს დოქები ეჭირათ ხელში და ყანწებით ურიგებდენ სასმელს დედაკაცებს ცალკე მიჩნეული, ხოლო კაცებს - ცალკე („ფშაველი და...“ II). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
მიწა-მყარ-ი
მიწა, დედამიწა. =ოღომც მაჩვენეთ თვალითა მშობელი მიწა-მყარია („სიზმარი სასოწარკეეთილისა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
მიწა-წყალ-ი:შე მიწაწყალო!
წყევლაა: შე დასამიწებელო! შე სასიკვდილევ! =„შე ცით მეხდაცემულო, შე მიწა-წყალო, შე არ გასაზრდელო, ნუ გაგზარდოს ღმერთმა!“ („ფშავლები“ - შენამც). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
მიწა:მიწა ლოგინს დაუგებს
იხ. აგრეთვე: დაუგებ-ს:დაუგებს ეკლის ლოგინს =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის [სრულად »»]
მიწვდა
მიწოდება, მიცემა. =მიყვარს დუქანში მოსულის ამბის და ყოფნის კითხვაცა, ან ჩარექაით, ან სტაქნით ღვინოარაყის მიწვდაცა („ფშაველ ლოთის სიმღერა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
მიწყივ
მუდამ. =არ დაინდობა დიაცი, მიწყიდ ორპირი ფლიდია („თუ მამპლავ...“): არ დავეხსნები კაცის გულს, ეს მიწყივ ჩემი ვალია („სვინდისის სიმღერა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
მიხლება
შეხება =(კვიცი) ვითომ უნდა დამეურვა ჩემს ჭკუაში, მაგრამ ხელის მიხლება იუკადრისა და კამპი გამკრა მხარზედ („მოგონება“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
მკალ-ი
კალია. =მარტო მკალნი და მწყრებია ბედის მძებნელის მგმობელნი („უიღბლო იღბლიანი“, VII). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
მკვდარვირიან-ი
სალანძღავი სიტყვაა: მოჩხუბარნი მიცვალებულებს ულანძლავენ ურთმანეთს ამ სიტყვით. =„ზოგმ ხმალიც კი გადმამიგდის, ან ძალად ჩააგდის ამოღებული ხმალი, გეყოფის მკვდარვირიანოო“, დამიძახიან“ [სრულად »»]
მკვდარციცაიან-ი
სალანძღავი სიტყვაა: მოჩხუბარნი მიცვალებულებს ულანძღავენ ერთმანეთს ამ სიტყვით =„ვის ეუბნები მაგას, მკვდარციცაიანო“ („სცენები“ – სცენა ხევსურეთში). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
მკვლევარ-ი
ვინც ჰკვლევს, უყურებს, უთვალთვალებს, =როცა ღრმაღელეს გავედით, ვნახეთ მთის წვერზედ მხედარნი, ლამაზად ჩანდნენ გორის პირს ჩვენისა მკვლევარნი („მოხუცის ნათქვამი“, IV). =ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
მკლავფიქალა
ფიქალივით მაგარი მკლავის მქონე, მკლავმაგარი, ღონიერი. =„მათრახის და მუშტის დრო მაშინ იყო, როცა მკლავფიქალა ფშავლები იყვნენ, ეხლა მორჩა“ („უძმოს-ძმა“, V). =ვაჟა-ფშაველას მცირე [სრულად »»]
მკლევდებ-ა
სახიჩრდება, იჩაგრება, ნაკლულევანი ხდება. =არა მკლევდება ჭრილობით, ხაზებით, მთების სხეული ("მთათა ერთობა") =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. [სრულად »»]
მკლეობა
ნაკლულევანება, დანაკლისი =შევსება მოსდევს დანაკლისს, არსად ატყვია მკლეობა („მთათა ერთობა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
მლაშობ-ი
მჟავე ან მლაშე წყალი. =იქვე კლდე ჰყუდავ ყვითელი, მლაშობი ჰჟონავს მაღლითა („მონადირე“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9