შერჩეული ტერმინები: 5,233 გვერდი: 143 / 262
მოსიცილე
მცინარი, მხიარულ გუნებაზე მყოფი. =ქალს და კაცს მოსიცილეთა ვადინო ცრემლის ღვარიო („მესტვირის ჩივილი"). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
მოსლანგავ-ს
დაცლის, მოამშრალებს. =(მუცელა) მოსლანგავდა კათხას ერთ წუთას (ვარ.) („მუცელა“, V). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
მოსულ-ი:ბეზარს მოსული
მოთმინებადაკარგული, ლოდინით შეწუხებული. =ხალხი, ბეზარს მოსული, ერთს ამასღა ამბობს... („ჭრელი ამბები“). იხ. აგრეთვე: ბეზარ-ი:ბეზარს მოსული =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
მოსულ-ი:გეზარს მოსული
მოთმინებადაკარგული, ლოდინით შეწუხებული. =ხალხი, ბეზარს მოსული, ერთს ამასღა ამბობს... („ჭრელი ამბები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
მოსუნსულებ-ს
სუნსულით, ყნოსვაყნოსვით მოდის. =ბილიკზე მოსუნსულებდა სასაფლაოსკე მყეფარი („სტ.- მასპ.“, VII). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
მოსწავლეი
(ხევსურული) მასწავლებელი (ვაჟა). =„დაიცათ, დამაცადეთ, აქ მე ვორ ბალღების მოსწავლეი!“ („ბერდიხა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
მოსხლეტ-ს
ბევრიდან ნაწილს გაიტაცებს, გაირეკავს. =(ფშავლებმა) მოსხლიტეს ქისტის ცხვარ-ძროხა მამლის ყიულის ხანია (,,გალაშქრება...4). ◊ უცებ გააქროლებს. ერთს წამს მოსხლიტეს მერნები, მეც [სრულად »»]
მოსხლეტილ-ი
ჩამოცილებული, ჩამოშორებული, მოწყვეტილი. „დიაღ, მე ცხვარი ვარ, დიდ ფარას მოსხლეტილი, სწორებში გამორჩეული, უპატრონოდ დარჩენილი“ („გაველდა ცხვარი!“ III). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
მოსხლტებ-ა
მოსცილდება, მოშორდება. =(ხმა) ხელ-აპყრობილი ესწრაფის მასა როგორმე მოგვსხლტეს, აფრინდეს ცასა („სვინდისი“, IV). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. [სრულად »»]
მოუბნობ-ს
ლაპარაკით საუბრით მოდის. =მოდის დერეფანს, მოუბნობს, სიტყვის კილო აქვს ჩხუბისა („მამიდის დანაბარები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
მოუგდებ-ს 1. - მოუგდებ-ს
ყურს მოუგდებს - მოხედავს, ყურადღებას მიაქცევს. =„დედავ, მიგვიღე შვილები, უნდა მოგიგდოთ ყურიო“ („შინ ბრუნდებიან“...). ◊ მოუშვებს, გადმოუშვებს (ღვინოს, წყალს..). „ღვინო მოუგდეთ [სრულად »»]
მოუდ-ი
მაუდი. =ვასოს ლამაზად ეცვა: მოუდის ჩოხა, ჭრელი ახალუხი, ვერცხლის ქამარ-ხანჯალი („პატარა მწყემსის ფიქრები“) =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
მოუდგება
მოეკარება, მოუახლოვდება. =(ლილა აღარ მოუდგა ბინასა, აღარც მარილი ალოკა („ღილა და კვირისა“, III). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
მოუდებ-ს:ყისტად მოუდებს
რაიმე მიზეზს გამოუძებნის და უშარებს. =ხევისბერი დაჰლოცავდა ხმალს ან თოფს სახელოვან და შეაჩვენებდა, დაარისხებდა იმას, ვინც ალმანიაში წაართმევდა, ანუ „ყისტად მოუდებდა“ მის მექონეს ამ იარაღს [სრულად »»]
მოუდებ-ს:ყისტად მოუდებს).
რაიმე მიზეზს გამოუძებნის და უშარებს. =ხევისბერი დაჰლოცავდა ხმალს ან თოფს სახელოვან და შეაჩვენებდა, დაარისხებდა იმას, ვინც ალმანიაში წაართმევდა, ანუ „ყისტად მოუდებდა“ მის მექონეს ამ იარაღს [სრულად »»]
მოუდი-ს
ჩვევად აქვს. =ჩვენი აუგის და სახელის დამალვა არც მე და არც თორღვას მოგვიდის („რამე-რუმე მთისა“);; ჯიშად (არ) მოუდის წესი, ადათი (არა) აქვს. ,(ხეზე ჯდომა) ჯიშად არ მოგვიდის, დობილო“ [სრულად »»]
მოუვალ-ი
მოუვალი უაზრო, უნაყოფო. =რად მინდა ფიქრი მტირალი თავს მოუვალი წუხილი? („.მტრისამც გულია ისეთი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
მოუკვდებ-ა
=შენ ნუ მომიკვდები დაცინვით ეტყვიან, როცა ვინმეს არ უჯერებენ რასმე ისე შენ რა გითხრა! შენი თავის გახეთქამ! „იტირე, შენ ნუ მომიკვდები, თვალებს დაითხრიდი, მიუგო კოდალამ („დიდებ. საჩუქ.“).; [სრულად »»]
მოუკიდებ-ს:კანკალს მოუკიდებს
კანკალს დააწყებინებს. =მე და სასუტელას კანკალი მოგვიკიდა („ია"). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
მოუმართავ-ს:ხელ მოგიმართოს!
მისალმების ფორმულაა: ეტყვიან მამაკაცს გამგზავრებისას ან გზაში შესვედრისას. =„ხელ მოგიმართოსთ, მხედარნო! მადლი ხატ-ღმერთის თქვენზედა!“ („ბახტრიონი“, VIII). =ვაჟა-ფშაველას მცირე [სრულად »»]
ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9