შერჩეული ტერმინები: 5,233 გვერდი: 155 / 262
ნასახელარ-ი
სახელგანთქმული, სახელმოხვეჭილი. =ერთხელ ნასახელარმა ერეკლემ თავის ლაშქარს ნადიმი გაუმართა („თეკლა-ბიჭი“);; „რა ჰქენი? – ჰკითხა: - მოხვედი ნასახელარის თავითა?“ („მამიდის დანაბარები“, IV). [სრულად »»]
ნასერ-ი
ჭაღარა, თეთრი თმა. =მალე ვბერდებით, ნასერიც მალევ გვერევა თმაშია („გუთნისდედის ჩივილი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ნასიბ-ი
„ბედი იღბალი!“ (ა. შან.). =რა ქნას ბეჩავმა საბრალომ? ჰხედავს, არა აქვს ნასიბი („უიღბლო იღბლიანი“, XI). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
ნასისხარ-ი
სისხლიანი ადგილი. =ნადირყუჩის მამულში ხარები ნასისხარზე შეცვივდენ (ვარ) („პატარა მწყემსი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ნასმეურ-ი
დალეული, შესმული. =საძილედ მტეხავს კისერსა ნუნუა ნახმეურია („ერთი სიყვარულის ამბავი“, IV). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ნასრევ-ი
ნასროლი. =„მართალ გამოდგა ნასრევი, ყორანს უვლიდა ფრთისასა“ („ალუდა...“, V), =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
ნასტუმრალ-ი
სტუმრად წამყოფი. =ნამი უმცვრევავ მწვანეზედ ნისლებს ნასტუმრალთ. მრავალთა („მთათ ძილი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ნასულდგმულარ-ი
მოსულიერებული, სულჩადგმული. =ნასულდგმულარი თქვენითა ჯერ ისევა ვარ ფხიანად („შემოვეხიზნეთ, ქედებო“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
ნასურვილევ-ი
სიყვარულით გამოწვეული, ნასიყვარულევი. =ვინა სთქვა: „ტრფობა ბერდება და სატრფიალო საგანი, ყინულის ეკალს დაისხამს წამწმები ცრემლით ნაბანი, ცრემლითა ნასურვილევით, დრო რა გაივლის და ხანი?!“ [სრულად »»]
ნასხეპ-ი
ნაჭერი, სიგრძეზე გაჭრილი საკლავის ნახევარი, ფეშხო. =(გასპარას) უკან მოსდევდა თავის დახლიდარი, იმასაც ერთი ცხვრის ნასხეპი ეკიდა და სავსე ხურჯინი („ხოლერამ მიშველა“, I). =ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
ნატაბლ-ი
ტაბლის ნარჩენი, ნასუფრალი. =დედაკაცებს ნატაბლი ქვაბებით, ჯამებით შინაც კი მიჰქონდათ („ბათურის ხმალი“. I). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
ნატბევარ-ი
ნატბევი =თვალს ვერ ვაშორებ ბახტრიონს: აყვანილი მყავ შვილადა. ნატბევარია სისხლისა, დღეს განისვენებს ტკბილადა („კახეთს“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
ნაფარტნალ-ი
„გამოჩეჩილი მატყლის საუკეთესო ნაწილი“ (ვაჟა) =იღვიძებს ჭერი და კერა საჩეჩლის კბილის ჩქამითა, გაივსეს კალთა-უბენი დიაცთა ნაფარტნალითა („მთაში“. IV), იხ. აგრეთვე: ფარტენა, ფარტნი-ს [სრულად »»]
ნაფთევ-ი
მოცელილი ბალახი =„ვაწვენ ნაფთევზე ნაფთევს“ („ცრუპენტ. აღმზრდ.“, ნაწ. I, თავი III). იხ. აგრეთვე: ნაბთევ-ნამხრევ-ებ-ი =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. [სრულად »»]
ნაფლატ-ი
ფლატე, ხრამი. =შეხე, კურდღელი მოუკლავ მაგ ბერიკაანთ ბეროსა: ჩაჰსაფრებია ჯეჯილში, ნაფლატის პირში, ღელოსა („პირველი გაზაფხულის სურათები...“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
ნაფუტკნისა
უმამლოდ დადებული კვერცხი. =საწიწილე კვერცხები არ უნდა იყოს ძველი, შეციებული და აგრედვე ნაფუტკნისა (კრიტიკა... ვართაგავასი", III). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ნაფშრუპ-ი
ცოტა წყლით აზელილი. =იმათთვის საზრდოდ ენატვრის მუდამ თაფლი და შაქარი და თითონ კმაყოფილია, თუ აქეს ნაფშრუკი ნაცარი („უიღბლო იღბლიანი“, III);; არას უშლიდა ზედ სისხლი ნაფშრუკი მიწის მტვერითა [სრულად »»]
ნაფხვერ-ი
ნამსხვრევი ნაფშვენი, ნამცეცი. =„კაცის სიკეთე პურის ნაფხვერივით კალთაზე გქონდა დაბნეული“ („ფშავლები“, –შენამც);; ძვალებს კი, მცირე ნაფხვერსა, იქვე აწყობდენ ერთადა („ხის ბეჭი“, IV). [სრულად »»]
ნაქანობ-ი
სადაც ყანა იდგა, ნაყანევი. =ნაყანობს ძლივს შეატყობდით, ისე უღმერთოდ დალიეს (ვარ) („ნახევარ- წიწილა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
ნაქერქ-ი
რასაც ქერქი ააცალეს. =კაკალი, მისი ტანი და შიგა-შიგ ტოტები არის ნაქერქი („კაკალი“, VI). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9