შერჩეული ტერმინები: 5,233 გვერდი: 17 / 262
ასკოდიან-ი
ჭურჭელი, რომელიც ას კოდს იტევს. =ასკოდიანში ქერ მიძე, ორასიანში დიკაო („ფშავლ. ცხოვრებიდამ“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ასლი, ასლ-ი
მაგარკილიანი ხორბალი. ცრემლები ასლის ფხასავით ყელში მეჩხირებოდა (ვარ.) („დღეს სულ ვიცინ“). ◊ ნაღდი, ნამდვილი, ზედგამოჭრილი. „ასლი სასამარეო ვარ, სამწე, სხვად აღარრადა [სრულად »»]
ასმევ-ს
გულს ბალღამს ასმევს (ფიგურ.) ნაღვლობს, ძალიან დარდობს. =დღემდის გულს ვასმევთ ბალღამსა და აღარც ვამბობთ არასა („ხატმა გვიბრძანა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ასპარტუნებ-ს
ნისკარტს სცემს. (ფიგურ.) აკაკუნებს. =ახლა ცულს წამოვავლე ხელი..., შუაღამე გასული იყო და მე კი პიროფლიანი შეშაზე ვასკარტუნებდი („მოჩვენება“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
ასპიტ-ი
პიტალო, სალი, მიუკარებელი, ასპიდი. =(კლდეს) სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც კი არა სცვიოდა („კლდე და მდინარე“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. [სრულად »»]
ასრიკე
აქეთ, აქეთკენ. =„(შვლებმა) გამასწვრეს ოხრებმა, ასრიკე, წვრილთგორისაკენ, წამამივიდენ“ („მოგონება“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
ასტამ-ი
„რკინის პატარა ნიჩაბი, ვარცლში ცომის ასაფხეკად სახმარებელი“ (ვაჟა). =სახლში არ უჩანს არც ქვაბი, არც საფხეკელი, ასტამი („საშობაო ამბავი“). იხ. აგრეთვე: საფხეკელ-ი ◊ „დიდი ნიჩაფი [სრულად »»]
ასულებულ-ი
რასაც სუნი უდის, აყროლებული. =„დაედვა გულსა ობოლსა მკვდარის სიცოცხლის ბეგარა და სულიც ასულებული სასულეს ამამეჩარა“ („ეთერი“, IX). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ასუსუებ-ს
აწყნარებს, აჩუმებს. =„სუ, სუ“-ო, ეუბნება. (მთები იალბუზს) ასუსუებენ: „ქვეყანას არ გააგონო ყურითა, მშობელო, წყრომის ქართული“ („იალბუზის სიმღერა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
ასუსუვ-ანუგეშებ-ს
ასუსუებს და ანუგეშებს. =(ეულს) ვასუსუვ-ვანუგეშებდი, არ მისმენს, არა სცხრებოდა („გული გავგზავნე ქვეყნადა“). =ასუსუვ-ანუგეშებ-ს ასუსუებს და ანუგეშებს. (ეულს) ვასუსუვ-ვანუგეშებდი, არ [სრულად »»]
ასუყულ-ი
ასუყებული, რითიმე მეტად გამაძღარი. =(ერეკლე) გამაძღარია იმ დღეს მტრის ჟლეტით, ასუყული აქვს სული და გული („ერეკლეს სიზმარი“). =ასუყულ-ი ასუყებული, რითიმე მეტად გამაძღარი. (ერეკლე) [სრულად »»]
ატარებ-ს
ცეცხლის ჯანგარაში ატარებს - მკაცრად ეპყრობა. =ხოშია... დღე და ღამეს ასწორებდა, შვილებსაც, რომ იტყვიან, ცეცხლის ჯანგარაში ატარებდა („ფშაველი და...“, II). იხ. აგრეთვე: ჯანბარა [სრულად »»]
ატარიელებ-ს
ტარიელად სახავს =(მესტვირე) ბეჩავს კაცს ატარიელებს და პირის მბანელს ჭირითა („მთაში“). იხ. აგრეთვე: ადარეჯანებ-ს =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. [სრულად »»]
ატლაკუნებ-ს
ყურებს ატლაკუნებს - ყურებს აპანტურებს. =„მერანიც... ყურებს, თითქოს დაჰმტვრევიაო, უხეიროდ ატლაკუნებდა („სათაგური“, I). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
ატოლი-ა
მოფარებულია. =იმ ქვა-ღორღებში ეტოლოს იგი, სად ნანგრევების რიგს მისდევს რიგი („დედა-შვილები“). იხ. აგრეთვე: ეტოლოს =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. [სრულად »»]
ატოტავდებ-ა
ტოტებზე, (უკანა) ფეხებზე შედგება. =(ჯავრიამ) დამიწყო ხელების ლოკვა, ატოტავდა, ორივე ფეხი გულზე მომაბჯინა „ძაღლმა ციკანი მოიგო“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ატრატა
(„ეტრატი“) ქაღალდი, წიგნი. =იმან (ხევსურმა) ხომ წიგნის სახელიც არ იცის სწორედ და ყველა დაწერილს ქაღალდს „ატრატას“ ეძახის („ვინ არის მართალი?“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
ატუგია!
ძაღლის მოსახმობი შეძახილი. =„აა, აბდულავ, ა, ღურბელავ. ა, სამურავ, — აქა, აქა, აქა, ატეგია, ჭამეთ!“ („სცენები“ — ფშავლ. ცხოვრ., I). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ატუკანტ-ი
დამახინჯებული „ადვოკატი“. =სწავლა მინდა, მაგრამ ეგეთი კი არა, ჩვენმა „ატუკანტმა“ ნიკორამ რომ იცის („სოფლის სურათები“, 2). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა [სრულად »»]
აუ!
გაკვირვების შორისდებული =„აუ, ეს რაღა მოვიხილე, თქვენი ჭირიმეთ“ („დარეჯანი“, II) იხ. აგრეთვე: აულეევ! =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9