შერჩეული ტერმინები: 5,233 გვერდი: 193 / 262
უკლო-ნ-ი, უკლო-ებ-ი, უკლუ-ებ-ი
„უბედონი“; იმ მიცვალებულთა სულები, რომელთაც მემკვიდრე არ დარჩათ. =მგებრად საიქიოდან მოდიან „უკლონი“ ანუ ვინც უძეოდ დაიხოცნენ („ფშავლები“, — ძველს);; შავეთის მებატონესა სამჯერ დაუკარ თავია, [სრულად »»]
უკმიახობ-ს
უკადრისობს და უარობს. =„ადე, ჩემო ძმაო, ადე, ჰოო, ვაჟო, რას უკმიახობ?“ („აფხუშოობა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
უკოდ(ავ)-ს
ნესტარს უჩხვლეტს, უჯბენს (ფუტკარი) =ფუტკარმ საითამ მიკოდა, გამაცია, გამათრთოლა („ძვ. და ახალი ფშავლ. პოეზია“). იხ. აგრეთვე: მიკოდა =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
უკუმეთ-ი
უკუნეთი. =დაირეკა საბრალო ბავშვები ბნელს, უკუმეთს ღამეში, ამოაყოფინა უდაბურს, უღრანს ტყეში თავები (ვარ,) („როგორ გაჩნდენ ბუებo...“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ულალავ-ს
ურეკავს; უგერიებს, აცილებს. =ხმლით ყორნებს ულალვენ ერთმა ნეთსა („სულა და კურდღელა“) =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ულბებ-ა:გული ულება
გული ელევა, გული უსუსტდება. =გული მილბება, დაო, მხრებში ძალა აღარა მაქვს („ტრედები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ულბებ-ა:გული ულბება
გული ილევა, გული უსუსტდება. =გული მილბება, დაო, მხრებში ძალა აღარა მაქვს („ტრედები"). იხ. აგრეთვე: გულ-ი =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. [სრულად »»]
ულევს
უფუჭებს, უშავებს. =„რას გილევენ ეს ბეჩავები, რო დასდევთ და აწიოკებთ“ („დარეჯანი“, V). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ულეინებ-ს (ულევინებს)
უფუჭებინებს (ჭირნახულს) =„ბალღები გააფთხილე, ი ყანებს ნუ მილეინებენ! („ფშავ–ლები“, - შენამც). იხ. აგრეთვე: მილეინებენ =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
ულვაშამწვანებულ-ი
ვისაც ულვაში ახლად ამოსული აქვს =„მონავსულები ვართ, ხელი შაგვეკრა, ბიძავ,“ — სთქვა ერთმა ახალგაზრდამ, ახლად ულვაშამწვანებულმა („შობის წინა-ღამე ტყეში). იხ. აგრეთვე: ულვაშაშლილი [სრულად »»]
ულვაშაშლილი
ახალგაზრდა, ვისაც ულვაში ახლად ამოუვიდა =რა უყვათ, ბევრი უნახავ ულვაშაშლილი მკვდარია! „ალუდა...“, II). იხ. აგრეთვე: ულვაშამწვანებულ-ი =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
უმად
უგულოდ. =მე როდი მომეწონება სიტყვა ნათქვამი უმადა („კაფია“);; რა გაისტუმრა მაჰმადა, თქვა ეს ქიჩირმა ჩუმადა, რაც ლომის ღმინი იქნება, იღიმებოდა უმადა („სისხლის ძიება“, XII). [სრულად »»]
უმარჯვებ-ს
უმიზნებს, შესაფერის ადგილს ურჩევს. =„საკარგყმო დამალეინეთ, მოგიტანთ ხელსა მტრისასა. ყორანს მიჰქონდა ბრჯღალითა, ყურეს უმარჯვდა (=უმარჯვებდა) კლდისასა“ („ალუდა..“ V). ◊ მარჯვედ, [სრულად »»]
უმძიმს მიწა:სისხლი არ უმძიმს
მოკვლა ადვილად შეიძლება, ჩვეულებრივი ამბავია =„ეგ რო გაიგოს ჩემ ქმარმა, დაგადებს თოფის ლიშანსა, მეც ბატკანივით თავს მამჭრის, სისხლი არ უმძიმს მიწასა“ („ფშაველი და...,“ VIII). [სრულად »»]
უმწერლოდ
ბედისწერის გარეშე. =„კაცს უმწერლოდ ბეწვი თმაც კი არ გაუთეთრდება თავზეო, ნათქვამია“ („ნადირთა პატრონი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
უმხრო
რასაც რაიმე მხრით გამართლება არ ეძებნება; მიუნიშნებელი; მნიშვნელობას მოკლებული. =„ნამდვილია, ეგრეა, უნდა ალღო, მხარი აართვა სიზმარს; სიზმარი უმხრო არ არი“. („მოკვეთ.“, მოქმ. I, გამოსვ. [სრულად »»]
უნაწილო
ვისაც პირში ნაწილი არ ჩასვლია, უზმო. =იმ დღეს სულ უნაწილოა, პურიც აღარა შიოდა („ივ. კოტორ. ამბავი“, VII). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
უნდ-ა
არ უნდა არა უჭირსრა, არა უშავს-რა =„არა გინდა, დედისშვილო,... იმას გზა არ აერევა“ („მოკვეთ.“, მოქმ. I, გამოსვ. III). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
უნდავ-ი
იგივეა, რაც უნდაური =თუ შენ ის გინდა, რო მომკლა, გადავილიო კლდეზედა და შენ ცბიერის თვალებით შენს უნდავს უჯდე გვერდზედა? („ფშავლის სიყვარული“). იხ. აგრეთვე: უნდაური =ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
უნდაური
ის, ვინც არ უყვართ ან ვისაც ვინმე არ უყვარს, არასაყვარელი. =ანამც გვაქცია ქალადა, უნდაურ ქმრებიმც აგვკიდა („ხმა მთიდან“, — ფშავის). იხ. აგრეთვე: უნდავ-ი =ვაჟა-ფშაველას მცირე [სრულად »»]
ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9