შერჩეული ტერმინები: 5,233 გვერდი: 209 / 262
ღმერთი:შენ შენი ღმერთი
დაფიცებაა - თუ ღმერთი გწამს. =„დათვს არ დაგვაბეგვინო, შენ შენი ღმერთი, თავი დაგვანებეო.“ (ვარ) („დათვი“ - ღვთისაგან).; ღ მ ე რ თ ი დ ა ბ ე დ ი - ღმრთისა და ბედის იმედზე, ღმრთისა და ბედის [სრულად »»]
ღმერთია?
შეიძლება? ვის გაუგონია? =„ხუთმეტი წელია ცხვარს დავსდევ და ჯერ ასეთი ზარალი არ მამრგებია. ერთს კვირაში ოცი სული, ღმერთია?“ („მოკვეთ.“, მოქმ. I, გამოსვ. I). =ვაჟა-ფშაველას მცირე [სრულად »»]
ღმერთმანი (ღმერთმან იცის)
დაფიცვაა. =დედაჩვენიც მოვიდა და გამოგვიცხადა, რომ, ღმერთმანი, ყველა მეზობლები შემოვიარე, მაგრამ პურის შოვნა არსად არისო („ერემ-სერემ-სურემიანი“); ◊ განა, განაკი, მე შენ გეტყვი [სრულად »»]
ღმინ-ი
ღიმილი. =ერთმა პირქუშმა ვაჟკაცმა ცხენხეთქით ჩამაიარა... ღმინი ქნა, კბილი გამოჩნდა, შუქმა მთა გადაიარა („ფშაველი და...“, XI). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ღმუთუნებ-ს
ბურტყუნებს, ბუზღუნებს, ნაწყვეტ-ნაწყვეტად ღრინავს (ძალლი, მტაცებელი ნადირი) =„ბიჭო, ჭკვიანად, ჭკვიანად რას სჩადით, თქვე ბრიყვებო“ - ღმუთუნებდა ტოტია (მგელი) და უღრენდა კბილს ხან ერთს, ხან [სრულად »»]
ღონდები-ან
ეძებენ; ვერ უპოვნით, არა ჰყავთ. =პანკისს იყრება ლაშქარი, ბელადსა ღონდებიანო („ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. [სრულად »»]
ღონე-ქონე
ქონება, ცხოვრება, შეძლება, სიმდიდრე. =„პირველად წულს მოუმატეთ ამ სახლშია, ღონე-ქონესა, კაცსა, კაცრიელობასა“ „ფშავლები“, - ძველს). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ღონობ-ს
ღონდება, წუხდება. =ტყუილად ღონობს მოხუცი და ეჩმახება პირია („პირველი გაზაფხულის სურათები“) =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ღრიბლიან-ი
„წაბილწული, შებღალული“ (ვაჟა). =„(კატა) იმისაც მკვდრისად იქნების, ცოცხლისად, ჯვარისად ტაბლისად... ყველაიმც ღრიბლიან ექნებისა“ („ხევსურები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
ღრინი
ღრინვა. =მე მიყვარს შენი ლავლავი და გესლიანი ღრინია („ჩემს მურას“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
ღრიტინებ-ს
ჭრიალებს, ღრიჭინებს. =იქავე, სოფლის პარადა, ბრალად ღრიტინებს გუთანი („პირველი გაზაფხულის სურათები...). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
ღრმობ-ს:გუთანი ღრმობს
სახნისი ღრმად იჭრება მიწაში =ოღონდ გუთნისდედამ ერთხელ დაისწავლოს, რა მანძილზე და როგორ უნდა იდგეს საკვეთელი სახნისზე, ან გუთანი რომ ღრმობდეს, თუ ზეზეურობდეს, საით რა ეწამლება, სხვა [სრულად »»]
ღრუტნა
თხრა, ფუტუროში ღრუს კეთება. =„მაშ სდებ ფიცს, რომ აღარ გაუვლი ახლო კაკალს, აღარ დაუწყებ სკერტვას, ღრუტნას, სდებ ფიცსა, სთქვი ეხლავე“ („კაკალი“, V). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
ღუნთი:ღუნთს არ აგდებს
იხ. აგრეთვე: აგდებ-ს:ღუნთს არ აგდებს =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1969.
ღურბელ-ი
ღრუბელი. =„მოალის შავ ღურბელი, კუპრივით შავი“ („ვინ არის მართალი?“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
ყადაღა
დიდი ლურსმანი. =(ფიგურ.)კლდის შუა წელში გაიხსნა ლოდები და გადმოეყუდა ის, ვინც დაატყეევა მონადირე და ყადაღებით დააკერა დედამიწას,რომ ეცქირნა ქალისათვის და დამწვარიყო, დადაგულიყო (ვარ) [სრულად »»]
ყავრულ-ი
ყავრით დახურული (სახლი). =დაძველებულ ყავრულში ცხოვრობენ ყვავები და ჭილყვავები (ვარ.)(„სოფლის სურათები"). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. [სრულად »»]
ყათლაღ-ი
პატარა ველი ტყეში, – ყალთაღი =წვიმამ ტყეში დატანებულს ველებს, ყათლაღებს, გორ-გურს, ნაზამთრალი ჭუჭყი ჩამოჰბანა („წიფლისჩიტა“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ყაირ-ი
გაპობილჩლიქიანი პირუტყვის დასაჭედი მოკლე ლურსმანი. =მეფე უცქერის მოხელეს, ფერი სცემს ათასნაირი,თანაც პატარძალს თვალებში ეყრება,როგორც ყაირი (ვარ) („ქართ. ქორწ.“). =ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
ყაირათ-ი
ღონე. გამძლეობა. =ან კაი ცხენი ვისა ჰყავ, მუხლმკვიდრი, ფიცხადმხტომელი, გაქცევით ყაირათითა ვერ შეედაროს ცხოველი („მანდილი“) =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა [სრულად »»]
ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9