შერჩეული ტერმინები: 5,233 გვერდი: 210 / 262
ყალ-ებ-ი
„მარხილის მხგავსად შეკრული ფიცრები“ (ვაჟა). =თუ გზა გაფუჭდებოდა და ხარი მარტუღლით ვერ მოიტანდა, უნდა უღელა ხარით ეთრივათ თივა და მაშინ უკვე „ყალები“ ან „მანჯიკა“, (ორტოტი ხე) უნდა [სრულად »»]
ყალამქრიან-ი
(გადატ.) შავი ლაქებით დაწინწკლული თეთრი ფონი. =(ლურჯავ) არ აბედენებ კლდე-ღრეებს,მკერდს იქნევ ყალამქრიანსა („ლურჯას“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
ყალან-ი
„ბეგარა, გადასახადი“ (გლ.). =უნდა ვეყმოთ და ვემონოთ ჩვენზე ყალანის მკრეფესა („ქართ. ქორწ.“, II). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
ყაპყ-ი
„ფიფქი“ (ვაჟა). =„უფრო ყაპყმა მიშველა, ყაპყი აღარ აუცხოვებს კაცის ნახელარს თოვლსა და მაშინ ადვილად მიენდობა მელა“ („მოგონება“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ყაპყატო
ტკეჩი. =ვერ ჰნახვ ერთმძივს, ან ღილსა ეთერის ლერწამ ტან-ზედა; მხოლოდ ყაპყატოს კალათა გადაუგდია მკლავზედა („ეთერი“,I). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
ყარა-ყურა
„ცუდმადი რამ“ (საბა),ნაყარ-ნუყარი. =„მეოთხედი ნაწილის გულისათვის შენ მღვდელზე მეტს შრომას არ ეწევი? მეოთხედი და ასიც უხეირო?ყარა-ყურა?! („ბიურო ფშავში“, მოქმ.I, გამოსვ. I). [სრულად »»]
ყარტ-ი
ჭვავის ჩალა. =იყენებდნენ საბძლის სახურავად.სახლს საბძელი უდგას ყარტით დაფარებული. („შთაბეჭდ.“, I). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
ყარტა-ყურტა
ცუდი, უხეირო, უვარგისი, ნაყარ-ნუყარი. =ამიტომაც ეჭვიანისთვალით უცქერიან ჟურნალ-გაზეთებს და ხელში ასაღებად ეჯავრებათ: მაგეების კითხვა ყარტა-ყურტა ხალხის საქმეაო(„სადიდმარხვოდ“). [სრულად »»]
ყარტლიან-ი
ჭუჭყიანი, ტურტლიანი =„როგორ? მე, ლომი, ნადირთა მეფე, ვეახლო ტარტლიანს, ყარტლიანს დათუნას?“ („დათვი“, – გამარჯვებული, II). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა [სრულად »»]
ყარყარ-ი
იგივეა, რაც ყაშყაში. =არწივი ცის მკერდს გაეკრა, ფარფაშობს, როგორც მაყარი, ცას უპოხს გამხმარს გულ-მკერდსა ხამუშად მისი ყარყარი („არწივი და კაკაბი“) იხ. აგრეთვე: ყაშყაშებ-ს [სრულად »»]
ყაღ-ი
ბოლში გამოყვანილი, გამხმარი ხორცი. =პირმოკუმული იჯდა ბებერი, ცარიელი ძვალი და ტყავი იყო, ყაღადგამხმარს ძვალსა ჰგავდა („მუცელა“, X). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ყაშყაშებ-ს
ყაშყაშის ხმას გამოსცემს, კივის (არწივი, ორბი...). =(არწივი)კოტრიალობდა ცის მკერდზე, ყაშყაშებს. დიაღ მღეროდა („არწივის დარდი“). იხ. აგრეთვე: ყარყარ-ი =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
ყაწიმ-ი
ვერცხლის სამკაული ლობიოს ლებნის ფორმისა (ქამარზე, ტანისამოსზე...). =წელზე ერტყა დიდი ხანჯალი, ვერცხლის ყაწიმებით მორთულ ქამრით, ქართული ხმალი („შალვას ნანახი ხატი“, I);; თვალს გტაცებს [სრულად »»]
ყაჭ-აბრაშუმ-ი
ყაჭი და აბრეშუმი. =ლამაზ სასახლეს აგიგებ, სუ მარმარილოს ქვისასა შიგ ყაჭ-აბრაშუმს გავკიდებ, საჩრდილობელსა მზისასა („ფშაველიდა...“, VIII). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
ყაჯირ-ი
დიდი, სვავისოდენა ფრინველია, ძერძერუკი. =ბევრს მათგანს კაჭკაჭი ვერც კი იცნობს საზარელი დიდრონი ტანისა არიან: ყაჯირები, სოვები, გავაზები. შავარდნები და სხვანი („ქუდოვანი“);; „ეი, სვავნო [სრულად »»]
ყდა
„გათლილი გრძელი ხეები, რომლებზედაც ქსელსა ქსოვენ“ (ვაჟა). =სანდოს ქსლის იარაღისათვის, როგორიც არის, მაგალითად, ყდები, ცხემლა, სახეხავი.. დიდი დაღონება არა სჭირდებოდა, ყველა ამაებს [სრულად »»]
ყელ-ი
ნახვრეტი წისქვილის ზედა ქვაში, სადაც საფქვავი ჩადის. =(წისქვილს) ცოცხალნივ გადმეეყარნეს ყელში ჩაცვივნულნ ჭიანი („უძმოს-ძმა“, III). ◊ უღელტეხილი, გადასასვლელი მთაზე. შავის [სრულად »»]
ყელაღმა
თავაღმა, თავით ზემოთკენ =ცოტახანს შემდეგ დევები მილაგ-მოლაგდენ, ზოგი ყელ-თავქვე, ზოგი ყელაღმა. („მუცელა“, XIII). იხ. აგრეთვე: ყელთავქვე =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
ყელგადაგდებით
თავის გვერდზე გადახრით. =(კვირია) ჩასჩერებოდა მიწასა ყელგადაგდებით, მჭმუნვარედ („ბახტრიონი“ VII), //; მოწიწებით და დიღისურვილით, ხვეწნით.; „ბატარა ხან კიდევ ვიქნები, ჩემო დედავ, შენის [სრულად »»]
ყელთავქვე
თავდაღმა, თავით (წვერით) ქვემოთკენ. =(წიფელი) ყელთავქეე იყო წამოქცეული, გრძლად გაჭიმული ფესვები ზევით ჰქონდა, წვერი თავქვე, ხევისკენ („დიდი წიფელი“). იხ. აგრეთვე: ყელაღმა [სრულად »»]
ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9