შერჩეული ტერმინები: 5,233 გვერდი: 215 / 262
შავ-ი:შავი გუდა
(ფიგურ) კუჭი. =ნეტავი შენა, შავ-ნისლო..., ცრემლით მოგვირწყავ ყანასა, ·გააძღებ კაცის შავს გუდას, ხარებს მიუყრი ჩალასა („ნეტავი შენა...“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
შავბაჭიჭე
,,ბაჭიჭივით შევკარ“, (სიტყვის მასალაა, სურდოს შელოცვისას იტყვიან). =„ცრინტა შავკარ, შავბაჭიჭე, შავსა ძაღლსა გადავკიდე, შავი ძაღლი ხიდს გავარდა, ცრინტა – წყალში ჩამივარდა („ფშავლების [სრულად »»]
შავბნელ-ი
უბედური, საცოდავი, საწყალი. =„კლდეო, განა, რომ შენა ხარ ჩემი დედ-მამა, ჩემი მცველი და პატრონი?“ „მე ვარ, ნუ გეშინიან, შავბნელო“ („ქუჩი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
შავგვრემალა
შავგვრემანი =დამდევდის შავგვრემალაი: „ჩოხა გაიძვრე მალეო“ („ჩანაწერები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
შავეთ-ი
საიქიო. =ქალს თვალშალშაეას უთხროდით, მალე მოიჭრას თმანია, შავეთში კელაპტრად მინდან, რო გავიკვლიო გზანია („მწყემსის ანდერძი“).; შავეთის მებატონე - რომელიც ვითომც მიცვალებულთა სულებს [სრულად »»]
შავფაფანაგიან-ი
ვისაც შავი ფაფანაგი აცვია =ყველას ცხენის გავაზედ ესხდა წითელკაბა, შავფაფანაგიანი ქალები („სურათით ფშავლის ცხოვრებიდან“). იხ. აგრეთვე: ფაფანაგ-ი =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
შავფერა
შავი, შავი ფერისა. =ივრისპირს დიდი ლოდია ჩამოგორვილი მთიდამა, შავფერა, ჩამოგლეჯილი მაღალის, შავის კლდიდამა („ივ. კოტორ. ამბავი“,VI). ◊ შავგვრემანი. „არ შაგხვედრია შავფერა, [სრულად »»]
შავშუაღამით
გვიან ღამე, შუაღამისას. =„ერთი მაგ უნამუსოს... ეგებ როგორმე დავაშლეინოთ შავშუაღამეთ ხეტება“ („სცენები“, – ფშავლ. ცხოვრ., I). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
შავხალი:შავხალის ხანჯარი
კარგი ხარისხის, საუკეთესო ფოლადისგან გაკეთებული ერთგვარი ხანჯალი. =ხვალ გვინდა ცემა მტრისადა, ხმლის ქნევა, ფარის ფარება, შავის, შავხალის ხანჯრისა მტრისად გულ-ღვიძლში ტარება(„ომის წინ ჯარის [სრულად »»]
შაზიკულ-ი
=(წარჩინებულს) უყურებთ, შაზიკულია ზინზილით ათასფერითა („ივ. კოტორ. ამბავი“, I). იხ. აგრეთვე: შეზიკულ-ი =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
შათოთქორდებ-ა
=ხოლერა მოდისო, ხმა ისმოდა...ჩვენი სოფლელებიც შათოთქორდენ;; ძილი აღარავისა ჰქონდა მოსვენებული და სმა-ჭამა („ხოლერამ მიშველა“, I). იხ. აგრეთვე: შეთოთქორდებ-ა =ვაჟა-ფშაველას მცირე [სრულად »»]
შათოთქორება
აფორიაქება, აშლა, ახმაურება. =შათოთქორება ხალხისა სულ ხოშიაის ბრალია („მამიდის დანაბარები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
შათქამ-ს
ჩათქამს, შთანთქავს =„ცოცხალი მოკალ, შათქი, შაყლაპე!“ („მგელი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას კაბინეტი.თბილისი : [სრულად »»]
შაიბრალებ-ს
დაინანებს, თანაგრძნობას გაუწევს. =სად მიხვალ, სადა, ყორანო,შენ მაინც შამიბრალია („ხევზედ მოდიან ნისლები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
შაიდებ-ს:თავს შაიდებს
იკისრებს, პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს. =„ძაღთოღენი ბიძა-ბიძაშვილები ჰყვანან და ერთმა ვერ შაიდვა თავსა და ვერ წავიდა და ვერ გაიგო, სად არი ის კაცი, ცოცხალია თუ მკვდარი?“ [სრულად »»]
შაიკვრი-ან:ფიცით შაიკვრიან ერთმანეთს
შეჰფიცავენ. =„მოდი შავიკრნეთ ფიცითა, არ ამოუშვათ ცაზედა (მზე)“ („მზე და ვარსკვლავები“);; დღეს ამას იქით მე და თქვენ უნდა შავიკრნეთ ფიცითა („მოგონება“). =ვაჟა-ფშაველას მცირე [სრულად »»]
შაიკუნჭებ-ა
მოიკუნტება. =ღობე რა ნაქარს დაიჭერს, ღობეა წნელით ნაწნავი, დაჰქროლნებს, შაიკუნჭება (ყოფჩელის გერი), რო ნაშალაის ბაწარი („ფშაველი და...“, XI). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
შაიმპოვრებ-ს:ვერ შაიმპოვრებს
ვერ დააწყნარებს, ვერ დააშოშმინებს. =„ვერ შავიმპოვრე ხვეწნითა, თავს დამალეწა აბჯარი!“ („შობის წინა-ღამე ტყეში“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. [სრულად »»]
შაირხევ-ს:წარბსაც არ შაირხევს
არ შეშინდება, წარბსაც არ შეიხრის. =კლდეებ-ლოდებთან ბრძოლაში წარბიც არ შაურხევია („ათასჯერ მოხვედ, იავო“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. [სრულად »»]
შაისვრენტ-ს
შეისრუტავს (ცხვირით). =(დედამ) გამოხსნა თიკვი რომელშიც ბურნუთი ჰქონდა შეხვეული, შაისვრინტა რამდენჯერმე („საოცნებო“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9