შერჩეული ტერმინები: 5,233 გვერდი: 47 / 262
გაიყვა:გაიყვა პირი
აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, უთანხმოება ჩამოვარდა. =ამასობაში გამოვიდა რამდენიმე ხმა: „.. ჩვენი სკოლა გუთანია, ცელი და ნამგალი, ბარი და თოხი. ეს ვისწავლოთ, ის არა სჯობიან?!“- - გაიყვა [სრულად »»]
გაიყვანს:შვილებს გაიყანს
საკლავის შეწირვით ხატს შეავედრებს შვილებს. =ფშაველი მოვალეა, გამოისყიდოს შვილები თამარ დედოფლის ხატისაგან, ანუ, როგორც თვითონ იტყვიან, „გაიყვანოს“ („ფშავლები - ძველს). =ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
გაიყრები-ან
გავარდებიან, გაცვივდებიან. =ავაჰმე, ჩემო ქარასხავ, აღარ მამიხვალ ხელადა, რომ შევიყარნეთ ძმობილნი და გავიყარნეთ ველადა?! („მესტვირის ჩივილი"). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
გაიჩმუჩნებ-ა
შეიშმუშნება, გაინძრევა. =(მთიბავები) შეაცქერდენ ერთი მეორეს, გაიჩმუჩნენ მხრებში („სცენა მთაში“);; გაიჩმუჩნ-გამოიჩმუჩნება დემეტრე, ახალუხა,ლოგინში წამოჯდა, გაიჩმუჩნ-გამოიჩმუჩნა („ლექსოს [სრულად »»]
გაიჩხვერებ-ა:თვალი არ გაიჩხვერება
ძალიან ბნელა, თვალთან თითს ვერ მიიტან. =„დაგვიღამდღა, დაუკუნეთდა, თვალი არ გაიჩხვერებოდაო (ვარ.) („პაპასი და...“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. [სრულად »»]
გაიცერებ-ს:ქუდს გაიცერებს
ქუდს გვერდზე დაიხურავს; გაიპრანჭება. =წელში გაიყრის ხელებსა, ქუდს გაიცერებს თავზედა („ჩანაწერები“). იხ. აგრეთვე: ქუდი:ქუდს გაიცერებს =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი [სრულად »»]
გაიცინებ-ს:ფრანგული გაიცინებს
ფრანგული გაიელვებს. =„(ბაკური) მტერს მიეგება ციხის კარს, მეც იმას მივყევ კვალზედა. გაუხტა; ხმალმოღერებით, ფრანგულმა გაიცინაო“ („ბაკური“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
გაიძაგები-ს
გაიჭიმება. =„მოალის შავ ღურბელი, კუპრივით შავი; გაიძაბების, გაიძაბების, გაიძაბების, ხალხ არ ჩინს“ („ვინ არის მართალი?“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [სრულად »»]
გაიძრახავ-ს
განიზრახავს, დააპირებს. =ნაცნობობით მისალმება. ახლოს მისვლა გავიძრახსე („გაუბედავი სიყვარული”); მიშველეთ შენ და შოთამა, მგოსნობა გამიძრახაო („დავით გურამიშვილის ხსოვნას“). [სრულად »»]
გაიწინწილებ-ს
ცოტას გაინაწილებს, გაიყოფს. =მამა-პაპათა კერაზე დარჩა ნახევარ-წიწილა, მის სამემკვიდრო რაც იყო, ქვეყანამ გაიწინწილა („ნახევარ-წიწილა“, I). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა [სრულად »»]
გაიჭერ-ს
გაიშვერს. =გაფუჭდა ბიღებიანი, კუდიღა გაუჭერია („მელია-კუდი-გძელია“);; „იქ რას გაჰხედავ? სხვაკნისკე თავი რას გაგიჭერია?“ („ეთერი“, III).; ძუას გაიჭერს იგივეა, რაც, კუდს აუქნევს. ივერიამ კი [სრულად »»]
გაიხარხარებ-ს
გადაიზარხარებს. =ერთი მყრალად, ბოხის, დანჯღრეულის ხმით გაიხარზარა („საახალწლო სიზმარი“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; [სრულად »»]
გაიხელიებ-ს
დაიხელთებს, ხელში ჩაიგდებს, წაასწრებს. =ფრინველთა ზნე-ხასიათი მიმინომ იცის მთელია, იმიტომ ჩიტებს არ ზოგავს, თუ სადმე გაიხელია („მიმინო და მერცხლები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ [სრულად »»]
გაიხვამ-ს:გზათ გაიხვამს
გზას გაივლის იმედმა რაზიკაშვილმა, მგელმა გაიხვნა გზანიო („ჩანაწერები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
გაიხოშებ-ა
მთლად გასცვივა (ფოთოლი, ნაყოფი.), გაშიშვლდება. =ხვალე ზამთარი დადგება, გავიხოშები მთლიანად („სოფლის სურათები“, I). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. [სრულად »»]
გაიხსნი-ს:პირს გაიხსნის
წაიხემსებს, ცოტას რასმე შეჭამს. =საკვირველი ის არის, რომ ზოგს ლუკმა პური არა აქვს, ჩიჩქი ხორცი არა აქვს. პირი გაიხსნას, და აქ ტაბლას მოარბენინებს („ხმა მთიდამ“). =ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
გაიხსნილებ-ს
სახსნილოს შეჭამს (მარხვის გასვლის შემდეგ). =„ვერ უყერებ მაგ გერანას, წინადღითვე გაუხსნილებია. ე!“ („სააღდგომოდ“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. [სრულად »»]
გაიხშირებ-ა
გაცვდება(?). =გაიხშირა როზგები და შეიკონა ახალი („სოფლის სურათები“). =ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი/ შეადგინა ალექსი ჭინჭარაულმა ; [მთ. რედ. ა. ჩიქობავა]; ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
გაკაწოწებულ-ი
გამოხრული; (გადატ.) გასაწყლებული, გაბეჩავებული. =მაშინ აფრო კარგა დააფასებდით თქვენს მიერ გაკაწოწებულს თქვენსა ბუდნას (sic) ქმრებსა, თქვენს ყურმოჭრილ ყმებსა! („ხევსურები“). [სრულად »»]
გაკეჭნილ-ი
ნაკეჭნი უსწორმასწოროდ დაკორტნილი. =ეს ბ. ა-ვი აუკიდებს (ხალხს) შარებს. „ძალის“ წარმომადგენელნი კიდევ უსვამენ შალაშინს იმისაგან გაკეჭნილ საქმეებს („ჭრელი ამბები“). =ვაჟა-ფშაველას [სრულად »»]
ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი ლექსიკონები
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9